|
ფსიქიკური ჯანმრთელობა
სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობის საკითხს და დღეს ბევრი ადამიანი ეთანხმება იმ აზრს, რომ ის არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე ფიზიკური ჯანმრთელობა. პირადად მე ვთვლი, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა პირველადია და უფრო მეტად მნიშვნელობანიც რადგან სწორედ მას ეფუძნება ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობაც, ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობაც და მთელი ჩვენი ცხოვრებისეული კეთილდღეობაც. აღსანიშნავია, რომ ზრდასრული ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობასაც მის ბავშვობაში ეყრება საფუძველი და არის მთელი რიგი საკითხებისა, რაც ბავშვის აღზრდის პროცესში უნდა გავითვალისწინოთ უფროსებმა.
მედიცინას უკვე შეუძლია დაადგინოს, დაასახელოს და მართოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები როგორიცაა დეპრესია, ნერვული აშლილობა, ფსიქოზი და ასე შემდეგ, მაგრამ როგორ განსაზღვრავს ის ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანს?
ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი სრულად და ადექვატურად აფასებს მის პოტენციალს, შეუძლია სტრესთან ცხოვრების სირთულეებთან გამკლავება, ნაყოფიერად შრომა, მონაწილეობს და თავის წვლილი შეაქვს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ფსიქიკური ჯანმრთელობა ყველა ასაკში მნიშვნელოვანია და პრობლემის ადრეული ნიშნები შეიძლება იყოს შემდეგი:
ხშირად ადამიანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში უგულებელყოფს ამ სიმპტომებს და არ ახდენს საჭირო ცვლილებებს მის იპრობლემების მოსაგვარებლად. მისი ცხოვრების ხარისხი და ხალისი ხომ საოცრად დაბალია ამ შემთხვევაში, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ რამდენად დიდი ზიანი ადგებათ ამითი მის გარემოცვას? ოჯახის წევრებს? თანამშრომლებს? როდესაც ასეთი ადამიანი მუშაობს ექიმად ან მასწავლებლად? მძღოლად? როდესაც ადამიანი, რომელიც ამ მძიმე სიმპტომატიკით იტანჯება და ის ჩვენს მეზობლად ცხოვრობს? ან მასთან გასაუბრებაზე მიდიხართ? და თუ პოლიციელია და საჯარო მოხელე? როგორ ფიქრობთ არ არის აუცილებელი ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხზე მეტი ყურადღებით, თანაგრძნობითა და გაგებით მოკიდება?
როგორ მოვიქცეთ თუ ეს სიმპტომები გვაწუხებს?
პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ დააიდეტიფიციროთ პრობლემა;
მიმართეთ პროფესიონალს, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების მიმართ მოქმედებს არასასურველი სტიგმა, სჯობს რომ ამ პრობლემის წინაშე მარტო არ იყოთ. ეს ქმედებები კი დაგეხმარებათ რომ მდგომარეობაჩ გაიუმჯობესოთ და მსგავსი პრობლემების რისკი შეამციროთ:
დაუთმეთ დრო და ყურადღება საკუთარ თავს, გამოიძინეთ, დაისვენეთ და კარგად იკვებეთ;
მნიშვნელოვანია რეგულარული ფიზიკური აქტივობები. აირჩიეთ სურვილისამებრ ვარჯიში, იოგა, ცურვა და წყლის პროცედურები;
იყავით პოზიტიური
ზოგჯერ რთულია, მაგრამ თუ მოინდომებთ ნამდვილად შეძლებთ მოვლენების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების შეცვლას. არსებობს ერთი მარტივი სავარჯიშო: ყოველი დღის ბოლოს გაიხსენეთ რაიმე ერთი დადებითი მოვლენა, რაც იმ დღეს მოხდა და ჩაწერეთ.
და მეორე, როდესაც რაიმე თქვენი შეფასებით უარყოფითი ხდება, დაფიქრდით და მოუძებნეთ ამ მოვლენას რაიმე დადებითი მხარეც ფრაზა-შეკითხვით: შესაძლებელია თუ არა, რომ ამ მოვლენას ჰქონდეს რაიმე დადებითი შედეგი?
სოციალური როლი
ადამიანი საზოგადოების ნაწილია და კუთვნილების და რეალიზების მოთხოვნილება აქვს. ჩვენ გვჭირდება საკუთარი როლის და მნიშნელობის გაცნიბიერება და შესრულება, გვჭირდება რომ საზოგადოებას და სხვებსაც მოვუტანოთ სარგებლობა, გარდა ამისა ეს საკუთარი თავიდან და პრობლემებიდან ყურადღების გადატანის და განტვირთვის საშუალებაცაა. ამიტომაც აქტიურად მიიღეთ მონაწილეობა საზოგადოებრივ და საერთო საქმეებში. იზრუნეთ სხვებზე და დაეხმარეთ მათ ვისაც ეს სჭირდება.
ფსიქიკურ ჯანმრთელობას განაპირობებს სამი შემადგებელი:
ცხოვრებისეული გამოცდილებების ათვლა მუცლადყოფნის პერიოდიდანვე იწყება და აღსანიშნავია, რომ ძალიან დიდია მომავალი დედის მდგომარეობის გავლენა ნაყოფზე:
ჯანსაღი მიჯაჭვულობის გარდა არსებობს სხვადასხვა ქმედებები, რითიც შეგვიძლია პოზიტიურად ვიმოქმედოთ ბავშვის ფსიქიკაზე:
წყარო: