რეგისტრაცია
ავტორიზაცია
თქვენი ნიკი
თქვენი ელ-ფოსტა
პაროლი
სიახლეების გამოწერა
თქვენი ნიკი
პაროლი
რეგისტრაცია | ავტორიზაცია
რეპროდუქციული ჯანმრთელობა
ორსულობის დაგეგმვა
დაორსულება
სირთულეები
სხვადასხვა
ორსულობის პერიოდები
ორსულის ჯანმრთელობა
ორსულზე ზრუნვა
მშობიარობა
სხვადასხვა
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ზრუნვა და უსაფრთხოება
ქცევა და აღზრდა
სხვადასხვა
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ზრუნვა და უსაფრთხოება
ქცევა და აღზრდა
სხვადასხვა
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ქცევა და აღზრდა
სკოლისთვის მზადება
სხვადასხვა
ჯანმრთელობა და სილამაზე
ოჯახი და ურთიერთობები
კარიერა და განვითარება
დასვენება და გართობა
მამიკოებისთვის
პროდუქციის მიმოხილვა
საყიდლების სიები
პროდუქტების რეიტინგები
როგორ შევარჩიოთ
სარჩევი
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ქცევა და აღზრდა
სკოლისთვის მზადება
სხვადასხვა
ორსული
0-1 წლამდე
1-3 წლამდე
3-5 წლამდე
სხვადასხვა
16.06.2017

პატარები და შინაური ცხოველები

მე გავიზარდე სოფლის დიდ სახლში, გაშლილ, დიდ ეზოში სადაც ადამიანების გარდა მუდამ ბინადრობდნენ შინაური ცხოველები და ფრინველები. უკვე მოზრდილს, მყავდა "ჩემი" ძაღლი და კატა, რომლებზეც ვზრუნავდი, ისე როგორც შემეძლო და ვმეგობრობდი.  მახსოვს, როგორ ვესაუბრებოდი მათ და რამხელა თანაგრძნობას ვიღებდი პასუხად. არ მახსოვს შიში ცხოველის მიმართ, თუმცა უცნობ ცხოველებთან ფრთხილად ვიქცეოდი. დრო გავიდა და მე ქალაქში გადმოვბარგდი და ბევრს სხვა სილაღესა და თავისუფლებასთან ერთად ცხოველებთან ურთიერთობაც დავკარგე და გავუცხოვდი მათთან. დღესაც დიდ ქალაქში ვცხოვრობ, მყავს ორი შვილი, ძაღლი და კატა. როდესაც ცხოველები გამოჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში, ძალიან გამეხარდა, მაგრამ რაღაც ეწინააღმდეგებოდა ამ სურვილს - მეშინოდა და გაუცხოება მომეძალა, მაგრამ ძველი კავშირი ადვილად აღდგა და მეც ისევ მივენდე ბუნებას და ამით უზომოდ ბედნიერი ვარ. ახლა ვფიქრობ ქალაქიდან გადასვლაზე, რომ ყველამ ლაღად ვიგრძნოთ თავი, ბუნებასთან ახლოს ვიცხოვროთ და სუფთა ჰაერი ვისუნთქოთ. 


ძალიან ბევრ მოზრდილ ადამიანს აქვს ცხოველის შიში, თუ ზიზღი…რომ აღარაფერი ვთქვათ იმ სისასტიკეზე, რასაც ხშირად მათ მიმართ ვიჩენთ ხოლმე ადამიანები. ვფიქრობ ცხოველებთან დამოკიდებულება და მოპყრობა საკმაოდ ღრმა საკითხია და ბევრ რამეზე მეტყველებს, როგორც ინდივიდუალურ ისე საზოგადოებრივ დონეზე. უფროსები, მშობლები და ბავშვებიც უნდა ვეცადოთ როგორმე იმ ჩატეხილი ხიდის აღდგენას, რაც ჩვენსა და ბუნებას შორის წარმოიშვა და აქეთ მიმართული ერთ-ერთი ნაბიჯი იმ დამოკიდებულებების გამოსწორებაა რაც ცხოველების მიმართ გაგვაჩნია. 


!!! SOS !!! სასტიკი მოპყრობა

არც თუ ისე იშვიათად დაუცველი ცხოველი ხდება ჩვენი და ჩვენი შვილების დაზიანებული ფსიქიკის მსხვერპლი. ყველა სასტიკი მოპყრობა ცხოველის მიმართ სერიოზულ დარღვევებზე მიუთითებს და მშობლებმა ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ყველა ასეთი ქცევა ხომ დასაგმობია, მაგრამ ჩვენ დაგმობაც კი გვიჭირს სწორად - ისე რომ უარესი ტრამვა არ მივაყენოთ "მოძალადის" როლში მყოფ "მსხვერპლს". ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა სერიოზულ სიგნალად უნდა იქცეს მშობლისთვის და საზოგადოებისთვის. ჩვენ უნდა დავინტერესდეთ მაინც, რატომ იქცევა ბავშვი ასე? რა გარემოებებში აქვს ადგილი ასეთ ქცევას? - მარტო თუ ჯგუფურად? არის ის ინიციატორი ამ მოპყრობის თუ ბრმად აყვა მეგობრებს? ანიჭებს თუ არა ასეთი ქცევა სიამოვნებას? თუ შიშის გამო ჩაიდინა ასეთი საქციელი? - დააკვირდით და უშველეთ თქვენს შვილებს და ამით საკუთარ თავსაც. ასევე არ დაგავიქყდეთ, რომ უშველოთ ცხოველსაც, რომელიც სისასტიკის მსხვერპლი გახდა. 


ცხოველების შიში

ხშირად ბუნებასთან გაუცხოება შიშებს და ნერვოზულ განცდებს წარმოშობს, მათ შორის გვიჩნდება ცხოველების მიმართ შიშიც, პანიკა. ასეთი შიშების ფორმაა მშობლების ისტერიული დამოკიდებულება იმ მიკრობების თუ პარაზიტების მიმართ რაც ცხოველებისგან ვრცელდება. შიში ზოგადად ძალიან არა-ჯანსაღი მდგომარეობაა და პირველ რიგში გაზიანებთ თქვენ. შეშინებული ადამიანი, გარდა იმისა რომ ბევრ სისულელეს სჩადის, ასევე ყველაზე ცდილობს მისი დამოკიდებულების გავრცელებას. მერწმუნეთ - შიში, ყველა სხვა პარაზიტზე საშიში და გადამდები “მიკრობია” და ნუ დაემორჩილებით მას. ასევე, ეცადეთ რომ თქვენი შიში არ გადასდოთ შვილებს. მე არ მოგიწოდებთ იმისკენ, რომ ჰიგიენის ნორმები უგულებელყოთ, ან დისტანცია არ დაიცვათ ცხოველთან, უბრალოდ “შიშის” მდგომარეობიდან მინდა გამოხვიდეთ და გონივრულად შეხედოთ საკითხს.  


ოქროს შუალედი

ის ყველას თავისი აქვს, მაგრამ ეცადეთ იპოვოთ ისეთი თანაარსებობის საშუალება სადაც თქვენ, შვილები და ცხოველები კომფორტულად იგრძნობთ დავს და ჰარმონიული ურთიერთობის საშუალება გექნებათ. თუ თქვენთვის ეს ნიშნავს ტყეში გადაბარგებას და გარეულ ცხოველებთან პირდაპირ კონტაქტს - დაე იყოს ასე! თუ თქვენ თავს კარგად გრძნობთ ცხოველების მხოლოდ “Animal Planet”-ზე ცქერით - ნება თქვენია! მხოლოდ იცხოვრეთ ბედნიერად და ნაკლები ტკივილი მიაყენეთ სხვა ცოცხალ არსებებს. 

და თუ თქვენი შვილი გთხოვთ შინაურ ცხოველს - ნუ ეტყვით მას უარს ამ სიამოვნებაზე, მაგრამ პასუხისმგებლობაც არ დაივიწყოთ. 


ეს არ არის სათამაშო!

შინაურ ცხოველებს სჭირდებათ მოვლა და ზრუნვა, თუმცა მათ თამაშიც ძალიან უყვართ. გაითვალისწინეთ, რომ მათი მოვლის ასპექტები ძირითადად თქვენ შეგეხებათ, თუმცა ამავდროულად გექნებათ შანსი, რომ შვილებს ასწავლოთ სხვებზე ზრუნვა, მოვლა და პასუხისმგებლობა. 


ცხოველს სჭირდება სივრცე!

კეთილ გულში ყოველთვის არის ცოცხალი არსების ადგილი, მაგრამ გაქვთ კი საკმარისი სივრცე, რომ იქ თქვენმა ცხოველმა კომფორტულად იარსებოს? მუ აიღებთ თქვენს თავზე იმაზე მეტს, ვიდრე შეგიძლიათ. თუ თქვენ ბოლომდე ვერ უზრუნველყოფთ შინაური ცხოველის კეთილდღეობას უმჯობესია არც შეიძინოთ ის.


თუ თქვენ გადაწყვეტთ შინაური ცხოველის შეძენას, თქვენი შვილი ახალი აღმოჩენების წინ დადგება. ის ჩამოყალიბდება ფიზიკურად და ფსიქიკურად ძლიერ ადამიანად, ისწავლის სხვაზე ზრუნვას, გამოუმუშავდება პასუხისმგებლობის გრძნობა. შინაური ცხოველი ბავშვის საუკეთესო მეგობარი შეიძლება გახდეს, განსაკუთრებით ეს ეხება დედისერთებსა და მორცხვ და მორიდებულ ბავშვებს. 

გასათვალისწინებელია ისიც , რომ ცხოველმა შეიძლება ზიანიც მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას. თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის ნებისმიერი წევრი ალერგიულია შინაური ცხოველის შეძენისგან თავი შეიკავეთ. არ უნდა დაგავიწყდეთ ჰიგიენის დაცვაც, რადგან მოუწესრიგებელი და ბინძური ცხოველი სხვადასხვა ინფექციის გადამტანი შეიძლება იყოს, რაც თქვენი შვილისთვის საშიში შეიძლება აღმოჩნდეს. 

ბავშვისთვის ცხოველის შეძენის საუკეთესო პერიოდია, როცა მას შეუსრულდება 5-6 წელი. ამ პერიოში ბავშვისთვის ყველაზე მისაღები შინაური ცხოველი ზღვის გოჭი ან ზაზუნაა. მათი ხელში აყვანა და მოფერება თავისუფლად შეიძლება, მღრღნელები ამტანობით გამოირჩევიან და დიდ მოვლასა და ყურადღებას არ საჭიროებენ. 8-9 წლის ასაკისთვის ბავშვს უკვე დამოუკიდებლად შეეძლება პატარა ჯიშის ძაღლებისა და მოკლებეწვიანი ჯიშის კატების მოვლა.  ასევე შეგიძლიათ შეუძინოთ აკვარიუმის თევზები, კუ. 10-12 წლამდე არ არის რეკომენდირებული, რომ ბავშვს შეუძინოთ გრძელბეწვიანი კატა, ფრინველის სხვადასხვა ჯიშები, მაგ თუთიყუში. 14-15 წლის ბავშვებს კი უკვე თავისუფლად შეგიძლიათ ნებისმიერი ჯიშისა და სახეობის ცხოველის მოვლა მიანდოთ. ეს საორიენტაციო პერიოდებია მხოლოდ.

როგორც წესი ბავშვები ცოველებს ადვილად უმეგობრდებიან და ხალისით ეთამაშებიან  მათ. პატარები ხშირად არ არჩევენ მათ სხვა ოჯახის წევრებისგან და როგორც თანატოლსა და გონიერ არსებას ისე ექცევიან მაგ : ხატავენ მათ სხვა ოჯახის წევრების გვერდით და სხვა. ხშირია, როდესაც პატარები ჯერ ვერ აკონტროლებენ საკუთარ ემოციებს და ცხოველებზე იყრიან ჯავრს, სწორი მიდგომითა და ახსნით ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ ცხოველებსაც მასავით სტკივათ და დაუშვებელია მათი წვალება. თუ ბავშვი სრულყოფილად გაიაზრებს რომ შინაური ცხოველები ჩვენი ნამდვილი ოჯახის წევრები და დამცველები არიან, რომელთაც ჩვენი სიყვარული და ზრუნვა სჭირდებათ ისინი აუცილებლად დამეგობრდებიან. 

შინაური ცხოველების ყოლა გასაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პატარებისთვის, რომელთა მშობლები მუდმივად დაკავებულები არიან და ყოველთვის განიცდიან სითბოსა და ყურადღების ნაკლებობას. ასევე მათი როლი მნიშვნელოვანია მორცხვი და გაუბედავი ბავშების შემთხვევაში, ისინი მათ ანდობენ საკუთარ სიხარულსა თუ ტკივილს.

ფსიქოლოგების მიერ ერთ-ერთ საბავშვო ბაღში საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა. რთული და ჭირვეული ბავშვების ჯგუფში ერთი თვის მანძილზე მიჰყავდათ კატა. თავდაპირველად კატა თავს უცხოდ გრძნობდა და სიფრთხილით ეკიდებოდა ბავშებს, შემდეგ ნელ-ნელა მიეჩვია და დაუმეგობრდა მათ. კატის გამოჩენამ და მასთან თამაშმა ბავშვებს დაძაბულობა და გაღიზიანაბადობა მოუხსნა. პატარები მიხვდნენ, რომ ცხოველებიც მათ მსგავსად თავიდან  ნაკლებადმეგობრულად იქცევიან, ხოლო შემდგომში იცვლებიან და ხალისით იძენენ მეგობრებს. შინაური ცხოველის გამოჩენა და ფსიქოლოგების მიერ საუბრებმა ბავშვების ქცევა დადებითად შეცვალა.   

ვიდრე თქვენს პატარას ფისოს ან ლეკვს შეუძენდეთ დაეკითხეთ თქვენს თავს რა სჭირდება ბავშვს. კატისგან ის ისწავლის დამოუკიდებლობას, თვითდაჯერებულობას, წონასწორობის დაცვას, ძაღლისგან კი კონტაქტის დამყარებას, მორჩილებასა და ერთგულებას. 

ცხოველები ოჯახში დაძაბულობას ანეიტრალებენ, ამცირებენ სტრესს, ეხმარებიან ოჯახის წევრებს გამოჯანმრთელებაში და ბუნებასთან დაკარგული კონტაქტის აღდგენაში.  


 

 

Share on print
სტატიები
არქივის ნახვა
16.06.2017 | პატარები და შინაური ცხოველები
07.12.2013 | ჩაკეტილი ბავშვი
06.12.2013 | როგორ შევარჩიოთ ძიძა
თემატური ვიდეო
ტოპ 10 - ბავშვების სიცილი
გავუსინჯოთ ლიმონს გემო :)
თქვენი კალენდარი
სასარგებლო ბმულები
PINK.ge - ჟურნალი ქალებისთვის
4ENGLISH - ისწავლე ინგლისური
კლუბი
ბაზალური ტემპერატურა
daorsuleba
tavbrusxveva
Kitxva-pasuxi
123
საიტის შესახებ
ინფორმაცია და ნავიგაცია
საიტის თაიმლაინი
თემატური ვიდეო
პარტნიორებისთვის
მომხმარებლებს
რატომ უნდა დავრეგისტრირდე
მომხმარებლის პროფილი
ორსულის / ბავშვის წიგნი
განცხადებები
BABYINFO.GE © 2013
Created By Studio Lemon