რეგისტრაცია
ავტორიზაცია
თქვენი ნიკი
თქვენი ელ-ფოსტა
პაროლი
სიახლეების გამოწერა
თქვენი ნიკი
პაროლი
რეგისტრაცია | ავტორიზაცია
რეპროდუქციული ჯანმრთელობა
ორსულობის დაგეგმვა
დაორსულება
სირთულეები
სხვადასხვა
ორსულობის პერიოდები
ორსულის ჯანმრთელობა
ორსულზე ზრუნვა
მშობიარობა
სხვადასხვა
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ზრუნვა და უსაფრთხოება
ქცევა და აღზრდა
სხვადასხვა
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ზრუნვა და უსაფრთხოება
ქცევა და აღზრდა
სხვადასხვა
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ქცევა და აღზრდა
სკოლისთვის მზადება
სხვადასხვა
ჯანმრთელობა და სილამაზე
ოჯახი და ურთიერთობები
კარიერა და განვითარება
დასვენება და გართობა
მამიკოებისთვის
პროდუქციის მიმოხილვა
საყიდლების სიები
პროდუქტების რეიტინგები
როგორ შევარჩიოთ
სარჩევი
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ქცევა და აღზრდა
სკოლისთვის მზადება
სხვადასხვა
ორსული
0-1 წლამდე
1-3 წლამდე
3-5 წლამდე
სკოლისთვის მზადება
09.05.2013

ვახტანგ ჯაფარიძე - როგორ დავეხმაროთ ბავშვს უკეთ სწავლაში

გთავაზობთ ფსიქოლოგ ვახტანგ ჯაფარიძის სტატიას   - “როგორ დავეხმაროთ ბავშვს უკეთ სწავლაში”. სტატიის ორიგინალი, იხილეთ ავტორის ბლოგზე ნეიროსპექტივა, სადაც სხვა საინტერესო სტატიებსაც გაეცნობით. 


“როგორ დავეხმაროთ ბავშვს უკეთ სწავლაში


ეძღვნება ვაჟა აბდალაძის ხსოვნას

როგორ მოვიქცეთ, რომ ბავშვმა უკეთ ისწავლოს? ჩვენს დროში, როდესაც ადამიანები რამდენიმე წელიწადში ერთხელ იცვლიან პროფესიას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სამყარო სწრაფი გახდა. სწავლისა და შემოქმედების უნარი კი თვითგადარჩენისა და წარმატების მთავარი იარაღია. 

პირველ რიგში – შეუქმენით ბავშვს მტკიცე რწმენა იმისა, რომ ის ადვილად გაართმევს თავს მის წინ დასმულ ამოცანას. ამისათვის კი ძალიან მნიშვნელოვანია თავად გწამდეთ თქვენი შვილის შესაძლებლობების, მაშინაც კი როდესაც მისი პედაგოგები და თქვენი ნაცნობები საპირისპიროს გიმტკიცებთ. ამის გაკეთება საკმაოდ ძნელია. ყველა წარმატებული ადამიანის გვერდით, თუნდაც ცოტა ხნით ჩნდებოდა ადამიანი, რომელიც საკუთარი თავის და შესაძლებლობების რწმენას უნერგავდა მათ. გახდით თქვენი შვილისთვის საკუთარ თავში რწმენის საწყისი. თავად ირწმუნეთ  მისი და გამოხატეთ  ეს რწმენა. როგორ ბორის გრებენშიკოვი მღერის “თუ ჩემთვის რამის თქმა გინდა, სცადე პირის გამოყენება”. ანუ თუ გულის სიღრმეში მისი გწამთ, მაგრამ ამას არ გამოხატავთ, როგორ გაიგებს ამის შესახებ თქვენი შვილი?! და თქვენ ოდესმე გიფიქრიათ, თუ რა არის რწმენა? რწმენა, ეს ფიქრია, რომლის მიმართაც თანხმობას გრძნობთ! მაშ, გამოიმუშავეთ ეს თანხმობის გრძნობა თქვენი შვილის მიმართ. შესაძლოა არ მოგწონთ მისი ქცევა, მაგრამ ნუ შეიტანთ ეჭვს მის პიროვნებასა და თუ გნებავთ, მის პოტენციურ გენიალობაში. ძვირფასო მშობლებო, ვისაც უცხო ენა გისწავლიათ, გემახსოვრებათ, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია. ბავშვები კი მშობლიურ ენას მარტივად და ბუნებრივად ითვისებენ. ჩვენ გენიოსებად ვიბადებით, მაგრამ მოგვიანებით საპირისპირო აზრში გვარწმუნებენ.

მეორე – მოახდინეთ ამოცანების თანდათანობით გართულება. დაუსვით პატარებს ამოცანები ისე, რომ ყოველი მომდევნო ამოცანის შესრულებისას საკუთარ წარმატებაში რწმენა განუმტკიცდეთ. თუ საჭიროა ამისათვის თავად შეასრულეთ მათთან ერთად რამდენიმე ამოცანა. იმისათვის, რომ ადამიანს ცურვა ასწავლოთ არაა აუცილებელი ხელი ჰკრათ და წყლით სავსე ავზში ამოაყოფინოთ თავი. ამისათვის უკეთესია წყალი შეაყვაროთ, სანამ ის დამხმარე დაფით ცურავს ტალღებზე, ხოლო დანარჩენს  უკვე თავად ისწავლის.”

 

Original image URL: http://www.flickr.com/photos/conorkeller/7860288604/

Title: He who would learn to fly

Share on print
სტატიები
არქივის ნახვა
01.04.2015 | ბავშვთა განვითარების ცენტრი - მზესუმზირა
09.12.2013 | როგორ დავეხმაროთ ბავშვს სწავლაში
09.09.2013 | ბავშვები და სკოლა
13.05.2013 | ზარმაცი ბავშვები
09.05.2013 | ვახტანგ ჯაფარიძე - როგორ დავეხმაროთ ბავშვს უკეთ სწავლაში
თემატური ვიდეო
ტოპ 10 - ბავშვების სიცილი
გავუსინჯოთ ლიმონს გემო :)
თქვენი კალენდარი
სასარგებლო ბმულები
PINK.ge - ჟურნალი ქალებისთვის
Babyinfo shop on Amazon.com
MEDLIFE - გზა ჯანმრთელობისკენ
immigrantsUK - ქართველები დიდ ბრიტანეთში
4ENGLISH - ისწავლე ინგლისური
კლუბი
ბაზალური ტემპერატურა
daorsuleba
tavbrusxveva
Kitxva-pasuxi
საიტის შესახებ
ინფორმაცია და ნავიგაცია
საიტის თაიმლაინი
თემატური ვიდეო
პარტნიორებისთვის
მომხმარებლებს
რატომ უნდა დავრეგისტრირდე
მომხმარებლის პროფილი
ორსულის / ბავშვის წიგნი
განცხადებები
BABYINFO.GE © 2013
Created By Studio Lemon