რეგისტრაცია
ავტორიზაცია
თქვენი ნიკი
თქვენი ელ-ფოსტა
პაროლი
სიახლეების გამოწერა
თქვენი ნიკი
პაროლი
რეგისტრაცია | ავტორიზაცია
რეპროდუქციული ჯანმრთელობა
ორსულობის დაგეგმვა
დაორსულება
სირთულეები
სხვადასხვა
ორსულობის პერიოდები
ორსულის ჯანმრთელობა
ორსულზე ზრუნვა
მშობიარობა
სხვადასხვა
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ზრუნვა და უსაფრთხოება
ქცევა და აღზრდა
სხვადასხვა
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ზრუნვა და უსაფრთხოება
ქცევა და აღზრდა
სხვადასხვა
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ქცევა და აღზრდა
სკოლისთვის მზადება
სხვადასხვა
ჯანმრთელობა და სილამაზე
ოჯახი და ურთიერთობები
კარიერა და განვითარება
დასვენება და გართობა
მამიკოებისთვის
პროდუქციის მიმოხილვა
საყიდლების სიები
პროდუქტების რეიტინგები
როგორ შევარჩიოთ
სარჩევი
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ქცევა და აღზრდა
სკოლისთვის მზადება
სხვადასხვა
ორსული
0-1 წლამდე
1-3 წლამდე
3-5 წლამდე
ქცევა და აღზრდა
09.01.2018

როგორ ააშენებ უკეთეს სამყაროს?

ინგლისელი ფსიქოანალიტიკოსი დონალდ ვინიკოტი გვთავაზობს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რა არის ადამიანთა ბედნიერება და კმაყოფილება და აღნიშნავს, რომ ისინი საერთოდ არაა დამოკიდებული გარე პოლიტიკურ ფაქტორებზე, არამედ რაღაც ისეთზე, რაც მჭიდროდაა დაკავშირებული სახლთან - იმაზე, თუ როგორ ზრდიან მშობლები შვილებს. მისი აზრით, კაცობრიობის მთელი ავადმყოფობა წარუმატებელი მშობლობის შედეგია. ფაშიზმი, სამართალდარღვევები, მრისხანება, მიზოგინია, ალკოჰოლიზმი რთული ბავშვობის ის სიმპტომებია, რომელთა საფასურის გადახდაც მთელ საზოგადოებას უწევს. უკეთესი საზოგადოების შექმნის გზა იწყება ბავშვობიდან. მას სურდა, დახმარებოდა ადამიანებს იმისათვის, რომ მისივე ცნობილი ფორმულირებით „ საკმარისად კარგი მშობლები“ ყოფილიყვნენ, არა შესანიშნავები ან სრულყოფილები, არამედ, უბრალოდ, დამაკმაყოფილებელი.მისი ინგლისური გონების ბრწყინვალება სწორედ ამ რეალისტურ და მოკრძალებულ ხასიათში მჟღავნდებოდა.
ადრეულ შრომებში ის აცხადებდა: „ მე მიმაჩნია, რომ კაცობრიობის გაყოფა ორ ნაწილად ხელსაყრელია . არსებობენ ისინი, ვინც არასოდეს დაცემულან, როგორც ბავშვები და ისინი არიან სიცოცხლითა და ცხოვრებით ტკბობის კანდიდატები. ასევე არიან ისინი, ვისაც წარსულში ჰქონდა ისეთი ტიპის ტრამვული გამოცდილება, რომლიც უნგრევდა სამყაროს. მათ უწევთ ამ ტვირთის მთელი ცხოვრების მანძილზე ტარება, მოგონებები იმ მდგომარეობის შესახებ, როცა განიცდიდნენ კატასტროფიზაციას. ისინი არიან კანდიდატები იცხოვრონ არეულად, სტრესითა და შესაძლებელია, ავადმყოფობით სავსე ცხოვრებით . სწორედ ამ მეორე კატეგორიის გადარჩენა სურდა მომავალი თაობებში. მაშ, რას მოითხოვს ეს, იყო საკმარისად კარგი მშობელი მისი შეხედულებით? ვინიკოტი ამბობდა: „დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი ბავშვი არის მოწყვლადი, მგრძნობიარე, ნაკლებად დაცული“ და დაიწყო თავისი აუდიტორიისთვის იმის ახსნით, თუ რამდენად მსხვრევადია ფსიქიკურად ახალშობილი; არ ესმის საკუთარი თავის; არ იცის სად იმყოფება; იბრძვის იმისთვის, რომ დარჩეს ცოცხალი; არ აქვს საშუალება მაშინ იკვებოს, როცა მოუნდება; არ შეუძლია ეკონტაქტოს თავის თავს, ან გარშემომყოფებს. ის არის არადიფერენცირებული, არაინდივიდუალიზირებული ურთიერთსაწინააღმდეგო სურვილების არეულობა. ის არ არის პიროვნება. ადრეული თვეები არის მძიმე ბრძოლა გადარჩენისთვის. ვინიკოტის შრომებში ეს ნიშნები არასდროს იკარგება, ამის გამო ის მუდმივად დაჟინებით მოითხოვს, რომ ახალშობილის გარემოცვა ადაპტირდეს, ადაპტაციაში კი მოიაზრება ჩვილის ყველანაირი საჭიროების დაკმაყოფილება, არ უნდა წაუყენონ ისეთი სახის მოთხოვნები, რომლისთვისაც ჩვილი მზად არაა. იმ ბავშვს, რომელსაც უწევს ნაადრევად ცხოვრებასთან ადაპტირება, ან წაუყენეს შეუსაბამო მოთხოვნები , არის პირველი კანდიდატი მენტალური პრობლემების, ისევე როგორც ფიზიკური გარემოს ზემოქმედების ხილული შედეგია ბავშვის ჯანმრთელობა (ისევე, როგორც შესაბამისი გარემოს შექმნა მოქმედებს ბავშის ჯანმრთელობაზე, რომელიც შეიცავს რეალობის ელემენტების არიდებას, მანამ სანამ ის ამისთვის მზად არ იქნება). 
უარეს შემთხვევაში დათრგუნულმა დედამ შეიძლება ნაადრევად აიძულოს ბავშვი, რომ იყოს „სიცოცხლით სავსე“, მხიარული,იმიტომ, თავად ეს აკლდა. ბრაზიანი, არასტაბილური მშობლების ბავშვი შესაძლოა შეძრწუნებული იყოს საკუთარი უარყოფითი ემოციების გამოხატვით, ინვაზიური მშობლების ბავშვს შეიძლება წაერთვას დამოუკიდებლობის უნარი.

მიეცით ბავშვს უფლება, იყოს გაბრაზებული
ვინიკოტმა იცოდა,რომ ჩვილ ბავშვსაც შეიძლება ჰქონდეს სიძულვილის განცდა. რა ხდება, როცა მშობელს ავიწყდება მისი გამოკვება? თუ თქვენ იმედს უცრუებთ მას, ისე გრძნობს თავს, თითქოს „გარეული მხეცების გადასანსლავენ“. მას ხანდახან შესაძლოა სურდეს ნგრევა, განადგურება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მშობლება ნება მისცენ, დახარჯოს თავისი გამძვინვარება და არ შეეშინდეთ, არ განსაჯონ მავნე ჩვევა. როცა ბავშვი გამძვინვარებული ტირის და გრძნობს, თითქოს გაანადგურა ყველა და ყველაფერი, თუ გარშემომყოფნი იქნებიან მშვიდად, მას გაუძლიერდება იმ აღქმის უნარი, რომ მისი გრძნობები აუცილებელი არაა იყოს ნამდვილი, რომ ფანტაზია და რეალობა- ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია, თუმცა მაინც განსხვავდება ერთიმეორისგან. 
ვინიკოტი ამბობდა, რომ ბავშვში ძალადობრივი გრძნობები მშობლების წინააღმდეგ ბუნებრივი და რეალური ასპექტებია ზრდა - განვითარების პროცესში. იმისთვის, რომ ბავშვმა აღიქვას, ამოიტანოს თავისი ბუნების სიღრმის ნაწილი, მან ვიღაც უნდა გამოიწვიოს და შესაძლოა, სძულდეს კიდეც, ამავე დროს, არ უნდა არსებობდეს ურთიერთობის სრულად დანგრევის საფრთხე. 
მშობლის ჩანთიდან ფულის აღება არის ერთგვარი ყვირილი რთული მოზარდებისთვის. დადასტურებული ფაქტია, რომ ბავშვებზე, რომლებზეც სწორად ზრუნავდნენ, შეეძლოთ გამოწვევა და უფროსების სამყაროს მოსინჯვა. ბავშვს, რომელსაც აქვს მშობლების მხრიდან სრული ნდობა და მხარდაჭერა, შესაძლოა, ჩამოყალიბდეს პიროვნებად, რომელსაც არანაირი შემაკავებელი მექანიზმი არ გააჩნია. დროთა განმავლობაში ის ეცდება თავისი ძალები გამოსცადოს ზიანის მისაყენებლად , გასანადგურებლად, დასაშინებლად, გასაფლანგად, ხრიკების გამოყენებით სასურველის მისაღებად, მისათვისებლად. ყველაფერი , რასაც ადამიანები მიყავს სასამართლოში, (ან რთულადაღსაზდელთა დაწესებულებაში) აქვს ნორმალური ეკვივალენტი ბავშვობაში. თუ მშობლები შეძლებენ, გაუძლონ, აიტანონ ის, რომ ბავშვს შეუძლია მათი სამყაროს განადგურება, შემდგომში ბევრი რამ მოგვარდება.

დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი ბავშვი არ არის დამყოლი
მშობლები კმაყოფილები არიან, როცა ბავშვები ემორჩილებიან მათ წესებს. ასეთ ბავშვებს უწოდებენ კარგს. ვინიკოტს ძალიან ეშინოდა „კარგი“ ბავშვების. ის თვლიდა, რომ ადრეულ ასაკში აუცილებელია, ბავშვმა გამოხატოს თავისი უარყოფითი გრძნობები ისე, რომ არ მოჰყვეს შედეგები, არ ეშინოდეს დასჯის. არიან მშობლები, რომლებიც ბავშვს არ რთავენ ნებას მოიქცეს ცუდად, ნაადრევად და მკაცრად მოითხოვენ მისგან მორჩილებას, რასაც მივყავართ, ვინიკოტის ფორმულირებით , „ცრუ სელფის“ წარმოქმნასთან - პიროვნებასთან, რომელიც გარეგნულად მორჩილი, კარგია, მაგრამ დახშული აქვს სასიცოცხლო ინსტინქტები, რომელსაც არ შეუძლია აკონტროლოს თავისი დესტრუქციული სურვილები სოციუმში, არ შეუძლია ნამდვილი სიყვარული და დიდსულოვნება, რადგან არ ჰქონდა უფლება საკუთარ თავში სრულად აღმოეჩინა ეგოიზმი და სიძულვილი. მხოლოდ ყურადღებიანი აღზრდის შედეგად ექნება ბავშვს შესაძლებლობა, გამოიმუშავოს „ ნამდვილი სელფი “ . 
ვინიკოტის სქემის მიხედვით, ზრდასრულებს, რომლებსაც არ შეუძლიათ იყვნენ კრეატიულები,მათი შინაგანი არსების რაღაც ნაწილი მკვდარია; ისინი თითქმის ყოველთვის არიან იმ მშობლების შვილები, რომლებიც არ იყვნენ ტოლერანტულები , მშობლები, რომლებმაც გახადეს „კარგი“ დროზე ადრე, რითიც მოსპეს მათში არსებული შესაძლებლობა ჩამოყალიბებულიყვნენ ნამდვილად კარგ, სულგრძელ და კეთილ პიროვნებებად, ( იმდენად, რამდენადაც შესაბამისი პიროვნება სინამდვილეში წარმოადგენს მხოლოდ ყალბ ვერსიას ნამდვილი პიროვნების) .

მიეცით ბავშვს უფლება,უბრალოდ, იყოს
გარემო პირობების ნებისმიერი სახის მარცხი ბავშვს აიძულებს ადაპტირდეს ნაადრევად. მაგ; თუ მშობლები არიან ძალიან ქაოტურები, ბავშვი ცდილობს, სწრაფად გაიაზროს სიტუაცია, მისი რაციონალური უნარები ზედმეტად სტიმულირდება.(შემდგომში შესაზლოა ის ინტელექტუალადაც ჩამოყალიბდეს). 
დეპრესიულმა მშობელმა შესაძლოა, აიძულოს ბავშვს იყოს ზედმეტად მხიარული, არ მისცეს საკმარისი დრო, რომ გამოავლინოს მელანქოლიური გრძნობები. ვინიკოტმა დაინახა საფრთხე ისეთ ბავშვში, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევს დედის ხასიათს. 
ვინიკოტს განსაკუთრებით არ მოსწონდა ისეთი ხალხი, რომელიც მუდმივად ცდილობდა ბავშვი ყოფილიყო მხიარული და ამის მიღწევას მისი მაღლა ასროლით და მუხლებზე თამაშით ცდილობდა. ეს გზა ამ ადამიანებისთვის არის მწუხარების დავიწყების შესაძლებლობა; ბავშვისგან ითხოვენ სიცილს, რომელსაც იმ დროს შესაძლოა სრულიად განსხვავებული აზრი ჰქონდეს. 
ვინიკოტი ჯანსაღი მშობლისთვის დამახასიათებელ თვისებად მიიჩნევს საკუთარი თავის მართვის უნარს ბავშვის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებთან მიმართებაში, რომლის უნიკალური განსხვავებულობა უნდა იქნას აღიარებული და სრულად პატივცემული.

გაიაზრეთ თქვენი შრომის მნიშვნელობა
ბევრი მშობელი შრომისგან არის გადაღლილი, ამიტომ, ვინიკოტი ცდილობდა, შეეხსენებინა მათთვის, თუ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მათ საქმიანობაში: ადამიანის სიჯანსაღეს საფუძველი ეყრება თქვენს მიერ ბავშვის დაბადებიდან პირველი კვირების და თვეების მანძილზე . ეს აზრი უნდა დაგეხმაროთ, როცა დროებით დაკარგავთ ინტერესს სამყაროს მიმართ. ეს გასაკვირი არაა. თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი შთამომავლობის მენტალური ჯანმრთელობაზე. 
ვინიკოტი მშობლობას ეძახდა სოციუმის ერთადერთ ჯანსაღ ბაზისურ საფუძველს და ქვეყნის სოციალურ სისტემაში დემოკრატიული ტენდენციების განმსაზღვრელ ერთადერთ ფაქტორს. რა თქმა უნდა, შესაძლოა დაუშვათ შეცდომები, ბავშვობაში ხდება რაღაცები არასწორად და ზუსტად ამისთვის არსებობს ფსიქოანალიზი. ბოლო წლებში ფსიქოანალიტიკოსი იქცევა ისევე, როგორც მშობლის შემცვლელი, რწმუნებული „საკმარისად კარგი“ პიროვნება, რომელიც არის ჩვილის დედის პოზიციაზე. კარგ ანალიზს აქვს რაღაცები საერთო ადრეულ წლებთან. კარგმა ანალიტიკოსმა უნდა მოუსმინოს პაციენტს და არ აიძულოს ის დროზე ადრე გახდეს კარგად, არ უნდა ჩაუდოს ძალით პირში განკურნების საშუალება, უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო ადგილი,სადაც ბავშვობის ის ნაწილები, რომლებიც არ დასრულებულა, ან დამახინჯებულია, აღდგეს და ხელმეორედ გაიაროს. ანალიზი იძლევა შესაძლებლობას გაიაროს გამოტოვებული ნაბიჯები. 
მის აღწერებში თუ რა უნდა აკეთონ მშობლებმა შვილებისთვის, ვინიკოტი მიმართავდა ეფექტს, რომლის შესახებაც იშვიათად საუბრობდა: ესაა სიყვარული. ჩვენ სიყვარული ხშირად წარმოგვიდგენია ვინმესთან მაგიურ, ინტუიციურ კავშირად, მაგრამ მის შრომებში ვხვდებით სხვაგვარ სურათს: როცა მოულოდნელად ხდება რაღაც ცუდი, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, როცა ახლოს ვართ ვინმესთან, ბავშვთან ან ზრდასრულთან,მათი სიყვარული ნიშნავს საკუთარ ეგოზე უარის თქმას, საკუთარი მოთხოვნილებებისა და მოსაზრებების გვერდზე გადადებას, იმისთვის რომ სხვას მოვუსმინოთ ყურადღებით,მას , ვის საიდუმლოსაც პატივს ვცემთ, ამავე დროს, არ გვეწყინოს, არ გადავუხადოთ სამაგიერო. 
რაც ვინიკოტი გარდაიცვალა, ჩვენ ყველა გავხდით უკეთესი მშობლები,მაგრამ მხოლოდ მცირედით. შეგვიძლია მეტი დრო გავატაროთ ჩვენს შვილებთან. თეორიულად ვიცით, რომ ისინი ბევრს ნიშნავენ, მაგრამ ხდება ისეთი შემთხვევები, რომ ჩვენ მაინც ვასრულებთ ვინიკოტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს: ადაპტაციას. მუდმივად ვმარცხდებით საკუთარ სურვილებსა და მოთხოვნებში როცა ვართ ბავშვთან ერთად. ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობთ როგორ გვიყვარდეს ჩვენი შვილები. ის თუ რატომაა სამყარო სავსე მოსიარულე დასახიჩრებული ადამიანებით , რომლებიც გამორჩევიან გარეგანი „წარმატებით“ და პატივისცემით ? და მიუხედავად ამისა, მაინც არ არიან ნამდვილები შიგნიდან, თავიანთი ჭრილობების მსგავს ტკივილს გადასცემენ სხვებს. ჩვენ გვაქვს გასავლელი გზა იქამდე, სანამ გავხდებით „საკმარისად კარგები“. ესაა საკითხი, რომელსაც ვინიკოტი დაიჟინებდა - ეს საკითხი იმდენადვე მნიშვნელოვანია რამდენადაც მალარიის მკურნალობა, ან გლობალური დათბობის შესუსტება.

 

სტატიის ავტორი: ცირა გელიტაშვილი

წყარო: http://thephilosophersmail.com/perspective/the-great-psychoanalysts-donald-winnicott/ 

Share on print
სტატიები
არქივის ნახვა
09.01.2018 | როგორ ააშენებ უკეთეს სამყაროს?
16.09.2016 | როგორ ასახიჩრებენ მშობლები თავიანთ შვილებს
21.12.2013 | სველი შარვალი
06.12.2013 | როგორ გადავაჩვიოთ ბავშვს დაბეზღებას?
30.10.2013 | სამი წლის ასაკის კრიზისი
თემატური ვიდეო
ტოპ 10 - ბავშვების სიცილი
გავუსინჯოთ ლიმონს გემო :)
თქვენი კალენდარი
სასარგებლო ბმულები
PINK.ge - ჟურნალი ქალებისთვის
4ENGLISH - ისწავლე ინგლისური
კლუბი
ბაზალური ტემპერატურა
daorsuleba
tavbrusxveva
Kitxva-pasuxi
123
საიტის შესახებ
ინფორმაცია და ნავიგაცია
საიტის თაიმლაინი
თემატური ვიდეო
პარტნიორებისთვის
მომხმარებლებს
რატომ უნდა დავრეგისტრირდე
მომხმარებლის პროფილი
ორსულის / ბავშვის წიგნი
განცხადებები
BABYINFO.GE © 2013
Created By Studio Lemon