|
ბავშვის დასჯა
ბავშვის აღზრდა რთული პროცესია. იმისთვის რომ ბავშვი კარგად აღზრდილ ადამიანად ჩამოყალიბდეს, მან პატარაობაშივე უნდა ისწავლოს რა არის კარგი და ცუდი. ამაში კი მას მშობლები უნდა დაეხმარონ. შექება და დასჯა აღზრდის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ბევრმა მშობელმა არ იცის როგორ დასაჯოს ბავშვი სწორად. განერვიულებული მშობლები თავის შვილებს ფიზიკურად სჯიან, რაც რა თქმა უნდა დაუშვებელია და ბავშვის ფსიქიკაზე ნეგატიურად აისახება. ასეთი დასჯა ბავშვი იწვევს შიშს და არაკეთილდამოკიდებულებას მშობლების მიმართ. ფიზიკურად დასჯილი ბავშვები თავის ნეგატიურ ემოციებსა და გაბრაზებას სხვებზე გადმოიტანენ. აწვალებენ თავის პატარა და-ძმას, ცხოველებს, აფუჭებენ ნივთებს, არ სწავლობენ, გვიანობამდე სეირნობენ და სხვა. ფიზიკურ დასჯას მოსდევს მხოლოდ შიში და იწვევს ქმედების დროებით შეჩერებას, მაგრამ ამას არ მოჰყვება საქციელის გამოსწორება და მისი გააზრება. ბავშვი თანდათანობით უფრო ცუდად იქცევა, ჯიუტდება და ცდილობს თავისი უსაქციელობის ჩუმად ჩადენას, რათა მშობელმა არ ნახოს და არ დასაჯოს. ფიზიკური დასჯით ბავშვებს ელახებათ თავმოყვარეობა, ისინი თავად ხდებიან აგრესიულები, ცდილობენ თვითონაც ფიზიკურად გაუსწორდნენ თანატოლებს, იჩენენ სისასტიკეს. ბავშვი ასეთი დასჯის მეთოდისგან ვერ იღებს მორალურ განვითარებას, მას არ შეუძლია თვითკონტროლი და საკუთარი ქმედების გააზრება. ხშირმა დასჯამ კი მასში შეიძლება უამრავი ფსიქოლოგიური პათოლოგია გამოიწვიოს.
სამწუხაროდ მშობლები ხშირად სჯიან ბავშვებს და ავიწყდებათ პატარასთვის იმის ახსნა თუ რატომაა მათი საქციელი დაუშვებელი და რატომ აღარ უნდა მოიქცეს ასე. თუ ბავშვი გაიაზრებს თავის შეცდომას ის მას აღარ გაიმეორებს, ხოლო მისი უაზრო ცემა-ტყეპა არავითარ შედეგს ვერ გამოიწვევს. ბავშვი უბრალოდ ვერ მიხვდება რატომ სჯით მას და კვლავ განაგრძობს ცუდად მოქცევას, თქვენ კი მის დასჯას. ეს ჯაჭვური რეაქცია კი უსასრულოდ გაგრძელდება. ასევე დაუშვებელია ბავშვის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენება და შეურაცხყოფა. დაუშვებელია ისეთი ეპითეტები, როგორიცაა: უტვინო, სულელო, საზიზღარო, ცუდო ბავშვო და სხვა. ნუ ეტყვით, რომ აღარ გიყვართ, რადგან ბავშვი ამ ყველაფერს იღებს საკუთარ თავზე და არა საქციელზე.
ბუნებრივი დასჯა
სწორი დასჯა ბავშვისთვის საკუთარი საქციელის ლოგიკური შედეგი უნდა იყოს. დასჯის ეს მეთოდი პირველად აღწერა ჟან -ჟაკ რუსომ. ბუნებრივი დასჯა თვითონვე მოქმედებს. მაგ : თუ ბავშვი არ ჩაიცვამს ხელთათმანებს მას ზამთარში გარეთ ხელები გაეყინება. ცოტა რთულია გააგებინო ეს 2 წლის ბავშვს, მაგრამ როცა ის ამ ფაქტს წააწყდება თქვენ შეგიძლიათ წყნარი ტონით აუხსნათ თუ რატომ მოხდა ასე. ნუღარ ეცდებით ბავშვის დასჯას მან უკვე თავისი სასჯელი თავისი ჯიუტობიდან გამომდინარე უკვე მიიღო; თუ ბავშვმა სათამაშო დაკარგა ნუ ეცემით და ნუ დაიწყებთ მის ძებნას უბრალოდ უთხარით , რომ მას სათამაშოები რომ დაელაგებინა ასე არ მოუვიდოდა. თავიდან რა თქმა უნდა თქვენი პატარა ნამდვილად არ გაითვალისწინებს თქვენს რჩევებს, მაგრამ მალე მიხვდება, რომ ეს მისივე სიკეთისთვისაა და მიეჩვევა თქვენთვის ყურის დაგდებას. თანდათანობით ბავშვი თავად ისწავლის მიზეზ-შედეგობრივ პროცესს. თქვენ ასჯერ უთხარით თქვენს შვილს , რომ ფრთხილად იყოს სადილობისას წვენის ჭიქასთან, რადგან დააქცევს. მაგრამ ის კვლავ განაგრძობს თამაშს და თქვენს რჩევაზე ჯიუტად და უდარდელად პასუხობს , რომ არ დააქცევს. რა თქმა უნდა ასეთი თამაში ადრე თუ გვიან წვენის დაქცევითა და პატარა აბეზარის დასვრით დასრულდება. ნუ იჩქარებთ ნუ წაიყვანთ მას სააბაზანოში ნუ გამოუცვლით , ნუ დაიწყებთ ყვრილს ან შეგონებებს. ააწმენდინეთ მას იატაკიდან წვენი და დატოვეთ ცოტა ხანი გამოსაცვლელ ტანსაცმელში. ეს საკმარისი დასჯაა. მოემზადეთ, ეს 15-20 წუთი წყნარად არ ჩაივლის ბავშვი ბუზღუნითა და ჭირვეულობით ასჯერ მოგთხოვთ ტანსაცმლის გამოცვლას თუმცა არ დათანხმდეთ. ბავშვმა კარგად უნდა გაიაზროს რა შეიძლება მოყვეს მის საქციელს. დასჯის ამ მეთოდით თვენი როლი მინიმალურია, არ არის აუცილებელი იდგეთ და საყვედურებით აიკლოთ ბავშვი საკმარისია ერთხელ მისცეთ შენიშვნა. გაითვალისწინეთ ონავარის ასაკიც 2 წლის ბავშვს უკვე სავსებით შეუძლია გამოიტანოს გაკვეთილი მსგავსი ფაქტიდან. იყავით სამართლიანი, თუ ბავშვს ჭიქა უბრალოდ მისი სიმძიმის გამო გადაუვარდა და არა თამაშის გამო. ნუ მისცემთ მას შენიშვნას, გამოუცვლაეთ და მისი დახმარებით აალაგეთ.
პრობლემის კონსტრუქციული მოგვარება
ბავშვის დასჯა საბოლოო ნაბიჯად შემოინახეთ და თუ შესაძლებელია მას საკუთარი დანაშაულის გამოსწორების საშუალება მიეცით. როდესაც თქვენი პატარა რამეს დააშავებს ნუ იჩქარებთ მის დასჯას. დაეხმარეთ მას თავისი საქციელის გამოსწორებაში. ჰკითხეთ რა შეიძლება გააკეთოს რომ საქმე გამოსწორდეს. თუ მას უჭირს რაიმეს მოფიქრება შესთავაზეთ მას გამოსავლის რამდენიმე გზა, არჩევის უფლება კი მას მიეცით. ბავშვმა თავად უნდა გადაწყვიტოს როგორ მოიქცეს. არ არის აუცილებელი ბავშვის დასჯა, ბავშვი ხშირ შემთხვევაში თავად ხვდება თავის დანაშაულს და ეშინია მშობლის რეაქციის.
ხშირად იქმნება ისეთი სიტუაციები, რომ ბავშვის ბუნებრივი დასჯა მისაღები არ არის. ამ შემთხვევაში მშობელმა ისე უნდა დასაჯოს ბავშვი, რომ არ შეულახოს მას თავმოყვარეობა და არ გაუქროს საკუთარი თავის რწმენა. როდესაც ხედავთ, რომ ბავშვი რაღაცას აშავებს უთხარით , რომ ამ საქციელის გაგრძელების შემთხვევაში ის დაისჯება. თუ ბავშვი კვლავ განაგრძობს თავის საქციელს დასაჯეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაემუქროთ ან არ შეაშინოთ უბრალოდ გააფრთხილეთ. ყოველთვის მისდიეთ თქვენს მიერ არჩეულ ტაქტიკას. ბევრ მშობელს ჰგონია, რომ ათასჯერ დასჯით დამუქრება უკეთსია ვიდრე დასჯა, მაგრამ ეს ასე არ არის. ბავშვი მალე შეწყეტს თქვენს დაჯერებას და თქვენი სიტყვები მისთვის ფასს დაკარგავს. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა პირველად აძლევთ შენიშვნას თუ მეასედ. როდესაც თქვენ ას მეერთედ გააფრთხილებთ და შემდეგ დასჯით ბავშვს ეს ნაკლებ შედეგს მოიტანს და ბავშვი ნორმალურად ვერ მიხვდება რატომ არ სჯიდით მას აქამდე მსგავსი საქციელისთვის ახლა კი დასაჯეთ. ნუ იქცევით სხვადასხვანაირად ერთი და იგივე სიტუაციებში. მაგ თქვენმა შვილმა ბებოსთან დამშვიდობებისას არ ჩაეხუტა მას და იჭირვეულა, თქვენ კი ბებოს უთხარით, რომ ბავშვს არ უნდა ჩახუტება და მისთვის თავი დააენებებინა, ერთი-ორი კვირის მერე იმავე საქციელის გამო თქვენ უკვე ბავშვს მიეცით შენიშვნა , რომ ასე მოქცევა ლამაზი არ არის და ბებოს ეწყინა, მესამედ კი თქვენ გაბრაზდით და ბავშვს ბებოსთან ასეთი საქციელისთვის მოსცხეთ. რა გასაკვირია , რომ ბავშვი ვერ ხვდება როგორ მოიქცეს, თქვენ ხომ ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად რეაგირებთ. ბავშვი დაბნეულია და როდის რას შეიძლება თქვენგან მოელოდოს.
იგნორირება როგორც დასჯის მეთოდი
ბავშვები ხშირად ცელქობენ ყურადღების მისაქცევად ამ ცელქობის დროს კი ხშირად აფუჭებენ ნივთებს და სხვა. ამიტომ თქვენ დასჯის მეთოდად შეგიძლიათ გამოიყენოთ იგნორირება. უთხარით , რომ თუ ის კვლავ განაგრძობს ასეთ საქციელს თქვენ აღარ გასცემთ ხმას. თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ ბავშვი მარტო ოთახში და გახვიდეთ ( რა თქმა უნდა პარალელურად მიაქციოთ ყურადღება , რომ არაფერი იტკინოს). როდესაც თქვენი აბეზარი მიხვდება , რომ მის სპექტაკლს აღარავინ ესწრება ის მაშინვე მორჩება თავის გამოხტომებს და აუცილებლად მოგიხდით ბოდიშს. მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს მეთოდი არ უნდა იყოს მუდმივად გამოყენებული ზოგჯერ ბავშვსთვის უკეთესია დაისაჯოს ვიდრე მშობლის უყურადღებოდ დარჩეს. მას შეიძლება ეგონოს რომ აღარ გიყვართ, მიატოვეთ და სხვა. ამიტომ უნდა მიაგნოთ ამ მეთოდის გამოყენების ჯანსაღ მხარეს. თუ ბავშვმა ბოდიში მოგიხადათ დაინახა, რომ შეურიგდით და მან ისევ განაგრძო ცუდად მოქცევა დააყენეთ კუთხეში ან დასვით სკამზე და არ მისცეთ სკამიდან ადგომის უფლება. ამასთან მშობელმა უნდა აუხსნას თუ რატომ სჯის მას მშობელი. მშობელმა უნდა ისაუბროს თავის გრძნობებზე, რომ არის განაწყენებული, გაბრაზებული ასე რომ იქცევა.