|
4 წლის და 7-8 თვის ბავშვი
თქვენს პატარას ხანგრძლივად და მთელი ჩართულობით შეუძლია პაზლების თამაში. მას ასევე შეუძლია მაღალი ხარისხის კონცენტრაციის გამოვლენა, მაგრამ მხოლოდ 10-15 წუთით.
ბავშვი უკეთ აკონტროლებს ხელებს და თითებს, შესაბამისად უკეთ უჭირავს სახატავი და საწერი საშუალებები და შესაბამისად უკეთ ხატავს და წერს.
მისი გამოთქმა ჯერ არ არის სრულყოფილი. ისეთი ბგერები როგორიცაა “შ”, “ც”, “ჩ”...შესაძლოა 7-8 წლამდე ვერ გამოთქვან სწორად. სხვა პრობლემური ბგერებია “ვ”, “ლ”, “რ”...ამ ასაკში ნუ გაამახვილებთ ყურადღებას ასეთ შეცდომებზე, თავად ისაუბრეთ სწორად და ისიც დროთა განმავლობაში გამოასწორებს საუბარს.
მეგობრებთან თამაშები უკეთ მიდის, ნაკლებად კონფლიქტურია ადრინდელთან შედარებით, მაგრამ თქვენი ყურადღება მაინც საჭიროა, თუმცა ნაკლები ინტერსივობით.
Original image URL: http://www.flickr.com/photos/juhansonin/3956343488/
Title: Edie drawing