რეგისტრაცია
ავტორიზაცია
თქვენი ნიკი
თქვენი ელ-ფოსტა
პაროლი
სიახლეების გამოწერა
თქვენი ნიკი
პაროლი
რეგისტრაცია | ავტორიზაცია
რეპროდუქციული ჯანმრთელობა
ორსულობის დაგეგმვა
დაორსულება
სირთულეები
სხვადასხვა
ორსულობის პერიოდები
ორსულის ჯანმრთელობა
ორსულზე ზრუნვა
მშობიარობა
სხვადასხვა
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ზრუნვა და უსაფრთხოება
ქცევა და აღზრდა
სხვადასხვა
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ზრუნვა და უსაფრთხოება
ქცევა და აღზრდა
სხვადასხვა
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ქცევა და აღზრდა
სკოლისთვის მზადება
სხვადასხვა
ჯანმრთელობა და სილამაზე
ოჯახი და ურთიერთობები
კარიერა და განვითარება
დასვენება და გართობა
მამიკოებისთვის
პროდუქციის მიმოხილვა
საყიდლების სიები
პროდუქტების რეიტინგები
როგორ შევარჩიოთ
სარჩევი
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ზრუნვა და უსაფრთხოება
ქცევა და აღზრდა
სხვადასხვა
ორსული
0-1 წლამდე
1-3 წლამდე
3-5 წლამდე
ზრუნვა და უსაფრთხოება
16.11.2020

წესები და კანონი მგზავრობისას ბავშვების უსაფრთხოებისთვის შესახებ

2020 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს ემსხვერპლა 17 მცირეწლოვანი, დაშავდა  465 ბავშვი. 

ჩვენი ქვეყნისთვის ეს რიცხვები კოლოსალურია.

რატომ გვაქვს ასეთი საგანგაშო სტატისტიკა?

მიზეზი ისაა, რომ ხშირად მშობლები სრულიად გაუზარებლად აგდებენ მცირეწლოვანს საფრთხეში, როცა მგზავრობისას არ იცავენ უსაფრთხოების წესებს. ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვის მექანიზმი, რაც პატარას ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებისგან დაიცავს არის სპეციალური, მისი წონისა და სიმაღლის მიხედვით შერჩეული სამგზავრო სავარძელი.

ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში დიდი ხანია კანონითაა აკრძალული ბავშვების ავტომანქანით გადაადგილება სპეციალური  სავარძლის გარეშე. ქვეყნებში, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულ და დაღუპულ ბავშვთა  რიცხვი მცირეა, სავალდებულოა პირველივე დღიდან, სამშობიარო სახლიდან ბავშვის გამოყვანა სამგზავრო სავარძლით, რომლის დამაგრებისა და გამოყენების სისწორეს იქვე ამოწმებენ.ამ კუთხით აშშ კარგი მაგალითია.  

წარწერა ნიუ-იორკის  Presbyterian Brooklyn Methodist Hospital-ში, რომელიც მშობლებს მოუწოდებს, გაწერისას  თან  ჰქონდეთ სამგზავრო სავარძელი.


გაწერამდე ამოწმებენ სამგზავრო სავარძელს, რამდენად სწორად ზის ბავშვი და კარგად აქვს თუ არა  დაფიქსირებული ყველა დეტალი, განსაკუთრებით ღვედები.

რა ხდება ამ მხრივ საქართველოში?

კანონში საგზაო მოძრაობის შესახებ ვკითხულობთ: “მსუბუქი ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის გადაყვანა ნებადართულია ბავშვის სამგზავრო სავარძლით ან მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდომი არანაკლებ 16 წლის მგზავრის კალთაში. აღნიშნული მგზავრი ვალდებულია ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით. დაუშვებელია, ერთ მგზავრს კალთაში ერთზე მეტი ბავშვი ეჯდეს.”

რაც ნიშნავს, რომ მშობელს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მგზავრობისას შვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. იმის გარდა, რომ ეს კანონი მხოლოდ რეკომენდაციას შეიცავს სამგზავრო სავარძლის გამოყენების შესახებ, ის არაფერს გვეუბნება 3 წელზე უფროსი ბავშვების შესახებ. როგორ უნდა იმგზავრონ მათ? რა წესები დაიცვან? სჭირდებათ თუ არა სამგზავრო სავარძლის გამოყენება და რა ასაკამდე? 

ამაზე კანონი დუმს. დუმს საზოგადოებაც. მხოლოდ მცირე ნაწილი აცნობიერებს, რამდენად დაუცველია ბავშვი ავტომობილში, როდესაც ღვედს ვერც სწვდება და მცირე ძალით შეჯახების დროსაც კი შეიძლება დაშავდეს.

0-დან 12 წლამდე ბავშვების ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებებით გადაყვანისას აუცილებელია სამგზავრო სავარძლის გამოყენება, რომელიც იქნება სწორად დამაგრებული და მორგებული.

12 წლამდე, მანამდე სანამ ბავშვი ძალიან პატარაა, რომ უსაფრთხოების ღვედი სწორად დაიფიქსიროს, აუცილებელია სამგზავრო სავარძლის გამოყენება.  შეუძლებელია,  5 წლის ბავშვს სწორად დაუმაგროთ უსაფრთხოების ღვედი, ის მხრისა და გულ-მკერდის ნაცვლად ნიკაპზე დაფიქსირდება, რაც ძალიან საშიშია, რადგან არასწორად დაფიქსირებულმა ღვედმა ავტოსაგზაო შემთხვევისას შესაძლოა შინაგანი ორგანოები დააზიანოს.

განსაკუთრებით დაუცველები არიან ახალშობილები, რომლებიც მგზავრობისას  ზრდასრულების კალთაში სხედან  ყოველგვარი დამცავი მექანიზმია გარეშე, რადგან მათი ხერხემალი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და ავტოსაგზაო შემთხვევისას მათი დაშავების რისკი დიდია.

სწორად შერჩეული  სამგზავრო სავარძელი, რომელიც კარგად მორგებული და სწორად დამონტაჟებულია ავტომანქანაში,  ავტოსაგზაო შემთხვევისას 70-80%-ით იცავს ბავშვს.


სამგზავრო სავარძელი პატარას პირველივე დღეებიდან სჭირდება და მის ზრდასთან ერთად უნდა შეცვალოთ შესაბამისი წონისთვის განკუთვნილი სავარძლით. სამგზავრო სავარძელი, ან ასამაღლებელი ბალიში(Booster), ბავშვს 12 წლამდე დასჭირდება. სავარძლის შეძენისას, აუცილებლად გასათვალისწინებელია ბავშვის სიმაღლე და წონა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით იყოფა სამგზავრო სავარძლები ჯგუფებად: 0+ ჯგუფი – 0-13კგ. (12-15 თვემდე), 1 ჯგუფი  – 9-18კგ. (1-3წლამდე), 2 ჯგუფი – 15-25კგ. (3-7წლამდე), 3 ჯგუფი – 25-36კგ( 7-12 წლამდე).

 0+ ჯგუფის სავარძელი დასჭირდება თქვენს პატარას დაბადებიდან პირველივე დღეებში. ისინი ბევრად პატარები და მსუბუქებია, ვიდრე სხვა ჯგუფის სავარძლები, რომლებიც შემდგომში დაგჭირდებათ. ასეთ სავარძლებში ბავშვი სახით საბარგულისკენაა მიმართული, ავტომობილის მოძრაობის მიმართულების საპირისპიროდ. როგორც კვლევები აჩვენებს, ეს პოზიცია ყველაზე უსაფრთხოა ბავშვისთვის და უჯობესია, თუ სულ მცირე 2 წლამდე, სწორედ ასე იმგზავრებს. 0-0+ ჯგუფის სავარძლები პატარებს 12-13 თვემდე გამოადგებათ, სანამ მათი წონა  დაახლოებით 13 კგ-ს არ მიაღწევს.

0+/1 ჯგუფის სავარძელს ბავშვი დაახლოებით 4 წლამდე(18 კგ-მდე)  გამოიყენებს. ამ ჯგუფის სავარძლები, ძირითადად სახით საბარგულისკენ მაგრდება, თუმცა შესაძლებელია მოძრაობის მიმართულებით დამონტაჟებაც, როდესაც ბავშვი შესაბამის ასაკს მიაღწევს. ამ ჯგუფის სავარძლები, წინა ჯგუფებისგან განსხვავებით, უფრო დიდებია და მეტ ადგილს იკავებენ ავტომობილში.

0+/1/2 ჯგუფის სამგზავრო სავარძლები გამოიყენება  დაბადების პირველივე დღეებიდან, სანამ ბავშვის წონა 25 კგ-ს მიაღწევს (დაახლოებით 6 წლამდე).

თუ ბავშვი უკვე საკმარისად დიდია 1 ჯგუფის სავარძლისთვის,  დროა გამოიყენოთ 2/3 ჯგუფის, მაღალსაზურგიანი ასამაღლებელი ბალიში (high-backed booster seat). ამ ჯგუფის სავარძელს ბავშვი გამოიყენებს 15-36 კგ-მდე, დაახლოებით 4-დან  12 წლამდე. ამ ჯგუფის სავარძლებში, ძირითადად, ბავშვებს პირდაპირ აქვთ გადაჭიმული  ავტომობილის უსაფრთხოების ღვედი. ზოგიერთი მათგანი, დამატებით, აისოფიქსითაც მაგრდება.

1/2/3 ჯგუფის სამგზავრო სავარძლები გამოიყენება დაახლოებით  9 თვიდან 12 წლამდე (9-36კგ). ბაზარზე ამ ჯგუფის სავარძლების დიდი არჩევანია.  ისეთი სამგზავრო სავარძლის ყიდვა, რომელიც რამდენიმე ჯგუფს აერთიანებს, მშობლებისთვის უფრო ეკონომიურია, რადგან შესაძლებელია მათი დიდხანს გამოყენება. უსაფრთხოების თვალსაზრისით,  სავარძელი, რომელიც ერთზე მეტ ჯგუფს მოიცავს არც ისე ეფექტურია.

გასათვალისწინებელია, რომ პატარები ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად იცვლებიან იმისათვის, რომ ერთმა სავარძელმა შეძლოს   მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ზრდის ყველა საფეხურზე.

3 ჯგუფის სამგზავრო სავარძლები, ასევე ცნობილია, როგორც ასამაღლებელი ბალიშები.ისინი ამაღლებენ ბავშვის სხეულს, რათა ბავშვმა სწორად მოირგოს ავტომობილის უსაფრთხოების ღვედი. ასამაღლებელი ბალიში(Booster)  უნდა გამოიყენოს ბავშვმა, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 1,25 მეტრია. ე. წ. ბუსტერის გამოყენება არ არის სასურველი პატარა ასაკის ბავშვებში, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევისას, ვერ უზრუნველყოფს ზურგისა და თავის სრულყოფილ დაცვას საზურგის უქონლობის გამო.

შესაბამისი ჯგუფისა და კარგად მორგებული სავარძლის შეძენა უსაფრთხო მგზავრობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია სავარძლის საიმედოდ დამაგრება და მასში ბავშვის სწორად ჩასმა.

სამგზავრო სავარძლების ნაწილი მაგრდება ღვედით, ნაწილი აისოფიქსით, ზოგ მათგანს კი ორივე სამონტაჟო სისტემა აქვს. ყურადღებით წაიკითხეთ სამგზავრო სავარძლის ინსტრუქცია და შესაბამისად დაამონტაჟეთ ავტომანქანაში. მნიშვნელოვანია, სავარძლის ღვედები ბრტყლად და სწორად, რაც შეიძლება კარგად დაჭიმოთ, თავის დასადები კი სწორად იყოს მოთავსებული.

2 წლამდე ბავშვები მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა ისხდნენ სავარძელში, ეს დაიცავს მათ დაშავებისგან. ავარიისას, დარტყმის სიმძლავრე გადანაწილდება მთლიან სხეულზე და არ დაუზიანებთ თავს, ხერხემალს ან კისერს.

კვლევებმა ცხადყო, რომ ჯდომის ეს პოზიცია ბავშვებში დაახლოებით 75%-ით ამცირების დაშავების ან სიკვდილიანობის მაჩვენებელს. სასურველია მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით ბავშვები რაც შეიძლება მეტხანს ისხდნენ, თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ბავშვები მოითხოვენ პოზიციის შეცვლას.შეგიძლიათ,  2 წლიდან ბავშვი სახით წინ დასვათ სავარძელში, წონისა და სიმაღლის გათვალისწინებით.


საუკეთესო ხარისხის სამგზავრო სავარძელიც კი ვერ დაიცავს ბავშვს, თუ ის არასწორადაა დამაგრებული ან სავარძლის დეტალები (ღვედები, თავის დასადები ბალიში) არასწორადაა დაფიქსირებული. სწორედ ამიტომ, რომ ბავშვის უსაფრთხოებისთვის არამარტო სწორი კატეგორიის, ტესტირებული სამგზავრო სავარძლის გამოყენებაა მნიშვნელოვანი, არამედ, მისი სწორად დამაგრება და გამოყენებაც.



ინფორმაცია მოამზადა და მოგვაწოდა პლათფორმა "Your Car Seat"-ის გუნდმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ელის ფონდმა" 

https://www.your-car-seat.online/
https://www.facebook.com/yourcarseatonline/

Share on print
სტატიები
არქივის ნახვა
18.11.2020 | რჩევები სამგზავრო სავარძლის სწორად გამოყენების შესახებ
16.11.2020 | წესები და კანონი მგზავრობისას ბავშვების უსაფრთხოებისთვის შესახებ
15.10.2013 | როგორ გადავაჩვიოთ ბავში ძუძუს
17.09.2013 | ბავშვის საფენები
05.09.2013 | ხელოვნური და შერეული კვება 0-დან 6 თვემდე
თემატური ვიდეო
ტოპ 10 - ბავშვების სიცილი
გავუსინჯოთ ლიმონს გემო :)
თქვენი კალენდარი
სასარგებლო ბმულები
PINK.ge - ჟურნალი ქალებისთვის
4ENGLISH - ისწავლე ინგლისური
კლუბი
ბაზალური ტემპერატურა
daorsuleba
tavbrusxveva
Kitxva-pasuxi
123
საიტის შესახებ
ინფორმაცია და ნავიგაცია
საიტის თაიმლაინი
თემატური ვიდეო
პარტნიორებისთვის
მომხმარებლებს
რატომ უნდა დავრეგისტრირდე
მომხმარებლის პროფილი
ორსულის / ბავშვის წიგნი
განცხადებები
BABYINFO.GE © 2013
Created By Studio Lemon