რეგისტრაცია
ავტორიზაცია
თქვენი ნიკი
თქვენი ელ-ფოსტა
პაროლი
სიახლეების გამოწერა
თქვენი ნიკი
პაროლი
რეგისტრაცია | ავტორიზაცია
რეპროდუქციული ჯანმრთელობა
ორსულობის დაგეგმვა
დაორსულება
სირთულეები
სხვადასხვა
ორსულობის პერიოდები
ორსულის ჯანმრთელობა
ორსულზე ზრუნვა
მშობიარობა
სხვადასხვა
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ზრუნვა და უსაფრთხოება
ქცევა და აღზრდა
სხვადასხვა
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ზრუნვა და უსაფრთხოება
ქცევა და აღზრდა
სხვადასხვა
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ქცევა და აღზრდა
სკოლისთვის მზადება
სხვადასხვა
ჯანმრთელობა და სილამაზე
ოჯახი და ურთიერთობები
კარიერა და განვითარება
დასვენება და გართობა
მამიკოებისთვის
პროდუქციის მიმოხილვა
საყიდლების სიები
პროდუქტების რეიტინგები
როგორ შევარჩიოთ
სარჩევი
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ზრუნვა და უსაფრთხოება
ქცევა და აღზრდა
სხვადასხვა
ორსული
0-1 წლამდე
1-3 წლამდე
3-5 წლამდე
ზრუნვა და უსაფრთხოება
05.09.2013

ხელოვნური და შერეული კვება 0-დან 6 თვემდე

დედის რძე საუკეთესოა თქვენი შვილისთვის და ეცადეთ, რომ თქვენს შვილს ბუნებრივი საკვები მისცეთ. დღესდღეობით დიდი ზეწოლაა დედებზე, რომ მათ შვილები ძუძუთი კვებონ. ეს ზეწოლა საფუძვლიანია, მაგრამ მისი დაკმაყოფილება ყველა ქალისთვის შესაძლებელი არ არის.

ზოგჯერ დედას არ შეუძლია ბავშვის ძუძუთი გამოკვება თავიდანვე, ან გარკვეული პერიოდის შემდეგ უწევს ბავშვის ხელოვნურ საკვებზე გადაყვანა. ძალიან ხშირად კი დედებს საკვების კომბინირება უწევთ, რადგან დედას საკმარისი რაოდენობით რძე არ აქვს ან სამსახურში გადის და დღის განმავლობაში ბავშვის გამოკვებას ვერ შეძლებს. ამ შემთხვევაში  შერეული კვება ძალიან კარგი გამოსავალია.

განურჩევლად იმისა სრილად თუ ნაწილობრივ აპირებთ ბავშვის ხელოვნური საკვებით კვებას, საჭიროა მაქსიმალურად სასარგებლო საკვებისი შერჩევა და მისი მომზადებისა და კვების წესების დაცვა. რასაც ამ სტატიაში გაგაცნობთ.

 

როგორ შევარჩიოთ რძის შემცვლელი?

დღესდღეობით ქართულ ბაზარზე უამრავი დასახელების რძის შემცვლელი ქარხნული ნაზავი არსებობს, რომელთა მიცემაც დაბადებიდანვეა შესაძლებელი. ამიტომაც ადვილია დაიბნეთ და არჩევანი რომელიმე საკვებზე გააკეთოთ. უმეტეს შემთხვევაში კვებას პედიატრი დაგინიშნავთ და ხელოვნურ საკვებსაც ის გაუწევს რეკომენდაციას. ჩვენ მათ კომპეტენციაში არ ვერევით და მოგიწოდებთ, რომ თქვენ უპირატესობა ექიმის რეკომენდაციას მიანოჭოთ, მაგრამ სასარგებლო იქნება იცოდეთ, საკვების შერჩევის ზოგადი წესები და რეკომენდაციები, რათა უკეთ იყოთ ინფორმირებული და საჭიროების შემთხვევაში თავადაც შეძლოთ საკვების შერჩევა.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ საკვები პატარამ მიიღოს და მოეწონოს. გასაოცარია, მაგრამ პატარებს გემოვნების ორგანო საკმაოდ კარგად აქვთ განვითარებული და საკვების სახეობებსაც ასხვავებენ. ამიტომაც, შესაძლოა რამდენიმე საკვების გასინჯვა მოგიწიოთ სანამ თქვენი ბავშვისთვის მისაღებ საკვებს იპოვნით. პატარას შესაძლოა გემოვნება შეეცვალოს გარკვეული პერიოდის შემდეგ აღარ მიიღოს საკვები, რომელსაც აქამდე აძლევდით.

გემოვნების გარდა, შესაძლებელია, რომ პატარას საკვებზე ალერგიული რეაქცია აღმოაჩნდეს ან შემდგომში განუვითარდეს, ამიტომაც დააკვირდით ქვემოთ მოყვენილ ალერგიის ნიშნებს და მათი აღმოჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს და იზრუნეთ საკვების შეცვლაზე.

 

რა აუცილებელი შემადგენლობა უნდა ჰქონდეს ხელოვნურ საკვებს?

პირველ რიგში, რძის შემცვლელი უნდა იყოს ადაპტირებული, ანუ დედის რძესთან მიახლოებული. სტანდარტულად რძის შემცვლელი საკვებს უნდა ჰქონდეს შემდეგი ძირითადი შემადგენლობა:

100 მლ მზა საკვებში უნდა იყოს:

  • 1.8 გრამზე ნაკლები ცილა, უმჯობესია 1.5 გრამი;
  • კაზეინის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 50%-ს;
  • 3.5 გრამი ან მეტი ცხიმი;
  • ნარევი უნდა შეიცავდეს მცენარეულ ცხიმს, ასევე ლინოლის და ლინოლეინის მჟავებს;
  • ნახშირწყლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 8 გრამს;

საკვების მომზადების ზოგადი წესები

  • ხელოვნური საკვები უნდა  მოვამზადოთ ეტიკეტზე მითითებული წესების მკაცრი დაცვით;
  • საკვების მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ გადადუღებული წყალი;
  • აუცილებელია ბოთლების, საწოვარას და მომჭერების გარეცხვა და სტერილიზაცია ყოველი გამოყენების წინ; სტერილიზაციისთვის გამოიყენეთ სპეციალური ორსთქლის სტერილიზატორი ან ადუღეთ ისინი ქვაბში 10 წუთის განმავლობაში;
  • როდესაც ნარევს მოამზადებთ, ნუ გააჩერებთ მას ოთხის ტემპერატურაზე 1 საათზე მეტი დროით, რადგან მასში ადვილად გამრავლდება ბაქტერიები;
  • არ შეინახოთ მორჩენილი საკვები და არ გაათბოთ უკვე მომზადებული ნარევი, ხელახლა გამოსაკვებად; მოუმზადეთ პატარას ახალი საკვები ყოველ ჯერზე;
  • ყურადღება მიაქციეთ ნარევის ტემპერაურას, და ყოველთვის მოინჯეთ ხელზე მისი ტემპეტატურა, რომ არ დაწვათ პატარას პირი;

 

რამდენი საკვები უნდა მივცეთ პატარას?

ბავშვზე მისაცემი საკვების რაოდენობა დამოკიდებულია პატარას ასაკზე, წონასა და თავად საკვების თვისებებზე. საორიენტაციოდ არსებობს ასეთი წესი, დღე ღამის განმავლობაში ბავშვმა უნდა მიიღოს 150-200მლ საკვები მისი წონის თითოეულ კილოგრამზე. ანუ, თუ თქვენი შვილი 3 კგ-ს იწონის დღის განმავლობაში ის უნდა იღებდეს 450-600 მლ საკვებს.

ულუფების რაოდენობა დამოკიდებულია უმეტესად იმაზე, თუ რა ასაკისაა თქვენი პატარა;

ულუფების რეკომედნირებული რაოდენობა და მოცულობა ასევე მითითებულია საკვების ეტიკეტზე, და საორიენტაციოდ შეგიძლიათ ეს ინფორმაცია გამოიყენოთ;

თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც ინდივიდუალურია და ნუ ეცდებით მის მკაცრად დაცვას; ბავშვის ულუფების რაოდენობა განსხვავებული იქნება, ის ვერ შეჭამს ყველა კვებაზე ერთი და იგივე რაოდენობის საკვებს. ამიტომაც დააკვირდით პატარას, ის თავად მიგანიშნებთ როდესაც დანაყრდება;

ულუფების ზომის განსაზღვრა გაგიჭირდებათ, თუ პატარა შერეულ კვებაზეა. თუ თითოეული კვებისას გიწევთ ხელოვნური საკვების დამატება, რეკომენდირებულია, რომ ჯერ ძუძუ აწოვოთ და შემდეგ მისცეთ დამატება.

შესაძლებელია მეორე ხერხი უფრო მოსახერხებელი იყოს თქვენთვის. დღის განმავლობაში მიეცით სრულად იმდენი კვება ძუძუთი, რამდენსაც შეძლებთ, ხოლო დანარჩენი დაუმათეთ ხელოვნური საკვები. მთავარია, რომ ხელოვნურ საკვების მიღებებს შორის მინიმუმ 3 საათიანი ინტერვალი დაიცვათ.

პატარას გამოკვებისას ბოთლი ისე დაიჭირეთ, რომ საწოვარა და ბოთლის ყელი საკვებით იყოს სავსე, რომ პატარამ ჰაერი არ ჩაყლაპოს.

დააკვირდით პატარას მაძღრობის ნიშნებს და ნუ დააძალებთ მას იმაზე მეტი საკვების მიღებას, რამდენიც თავად სურს. კვების დასრულების შემდეგ აიყვანეთ ბავშვი ვერტიკალური მდგომარეობაში, რომ პატარამ ჩაყლაპული ჰაერი ამოაქარვოს, ამას დაახლოებით 2-3 წუთი დასჭირდება.

მგზავრობა და ხელოვნური საკვები

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ საკვების ჭამის წინ მომზადება არ შეგიძლიათ. თუ სახლიდან გადიხართ ან ხანგრძლივად გიწევთ მგზავრობა პატარას გამოკვებაზე განსაკუთრებით მოგიქევთ ზრუნვა. თუ ბავში ხელოვნურ ან შერეულ კვებაზეა, ეს კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას, თუმცა ეს გამოუვალი მდგომარეობა არ არის.

არსებობს თხევადი, უკვე მომზადებული და სტერილურად, ჰერმეტულად დაფასოებული საკვები, რომლებიც შეგიძლიათ გამოყენების წინ შეათბოთ, ეს კვებას აადვილებს.

თუ საკვებს ფხვნილისგან ამზადებთ, მაშინ მოგიწევთ საჭირო ოდენობით სტერილური ბოთლების, ფხვნილისა და გადაგუღებული წყლით “საველე პირობებში” მოუმზადოთ პატარას საკვები. წინასწარ გაარკვიეთ გექნებათ თუ არა ამ ადგილებში საკვების მომზადების შესაძლებლობა.  წინასწარ გახსნილი საკვების შენახვა არ არის რეკომენდირებული, რადგან მასში შესაძლოა ბაქტერიები გამრავლდეს და პატარას მუცელი ატკინოს ან მისი მოწამვლა გამოიწვიოს. თუ საკვების ასე მომზადება შეუძლებელია, წინასწარ მომზადებული ნარევი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში 12 საათით, ან თერმო ჩანთაში შეინახოთ და გამოიყენოთ.

საკვებზე ალერგიის ნიშნები

თუ პატარა ხელოვნურ საკვებზე ალერგიულია, უმეტესად იმას ნიშნავს, რომ მას ძროხის რძის პროტეინის მიმართ აქვს აუტანლობა და სავარაუდოდ ის ასევე სოიოს რძის პროტეინზეც ალერგიული იქნება. თუ პატარას საკვებზე აქვს ალერგია ამას შემდეგი ნიშნებით მიხვდებით:

  • გამონაყარი - როგორც წვრილი, ისე „დაფოთვლა“ ანუ დიდი ზომის, ამობურცული ნაყარი;
  • ღებინება;
  • ეკზემა - გამომშრალი, აქერცლილი კანი განსაკუტრებით შუბილს მიდამოებში;

არსებობს საკვების აუტანლობის სხვა ნიშნებიც, მაგალითად დააკვირდით ბავშვს უშუალოდ ჭამის შემდეგ, თუ მას ძლიერი დისკომფორტი აქვს, ხასიათი უფუჭდება, უგროვდება გაზები და კოლიკები. ასევე დააკვირდით ბავშვის განავალს და კუჭში გასვლის სიხშირეს, ნორმიდან საგრძნობი გადახრა მიანიშნებს საკვების აუტანლობას. ალერგიულობის შემცირებისა და ბავშვის უვნებელი კვების საუკეთესო საშუალება დედის რძეა, ამიტომაც მაქსიმალურად და ყველა ხერხით ეცადეთ რომ 6 თვემდე პატარებს მხოლოდ ბუნებრივი საკვები, დედის რძე მისცეთ.

 

 

 

Share on print
სტატიები
არქივის ნახვა
15.10.2013 | როგორ გადავაჩვიოთ ბავში ძუძუს
17.09.2013 | ბავშვის საფენები
05.09.2013 | ხელოვნური და შერეული კვება 0-დან 6 თვემდე
04.09.2013 | რატომ ტირიან ჩვილები?
07.05.2013 | დამატებითი საკვები 6 თვიდან 1 წლამდე ბავშვებისთვის
თემატური ვიდეო
ტოპ 10 - ბავშვების სიცილი
გავუსინჯოთ ლიმონს გემო :)
თქვენი კალენდარი
სასარგებლო ბმულები
PINK.ge - ჟურნალი ქალებისთვის
Babyinfo shop on Amazon.com
MEDLIFE - გზა ჯანმრთელობისკენ
immigrantsUK - ქართველები დიდ ბრიტანეთში
4ENGLISH - ისწავლე ინგლისური
კლუბი
ბაზალური ტემპერატურა
daorsuleba
tavbrusxveva
Kitxva-pasuxi
საიტის შესახებ
ინფორმაცია და ნავიგაცია
საიტის თაიმლაინი
თემატური ვიდეო
პარტნიორებისთვის
მომხმარებლებს
რატომ უნდა დავრეგისტრირდე
მომხმარებლის პროფილი
ორსულის / ბავშვის წიგნი
განცხადებები
BABYINFO.GE © 2013
Created By Studio Lemon