|
1 წლის ჩვილი
ფოტო: ელისაბედ ვარშანიძე, 1 წლის;
გამოგვიგზავნეთ თქვენი შვილების ფოტოები მისამართზე info@babyinfo.ge;
გილოცავთ! თქვენს პატარას მალე პირველი იუბილე აქვს!
მისი ზრდა ამ თვეშიც სტაბილური ტემპით მიმდინარეობს. წონაში სავარაუდოდ 0.5 კგ მოიმატა, სიმაღლეში კი 1-2 სმ.
მოტორული უნარები: პატარების უმეტესობა ერთი წლის ასაკში დამოუკიდებლად სიარულს იწყებს. თუმცა ამას ყველა ბავშვი ვერ ახერხებს, ამიტომ თუ განვითარების ამ ეტაპისთვის თქვენს პატარას ჯერ არ მიუღწევია, არ იდარდოთ, სანერვიულო არაფერია. უბრალოდ დააკვირდით, რომ ის გარკვეულად ცდილობს საკუთარი წონის ტვირთვას, ფეხებზე და ხელებზეც, ხოხავს და ასე შემდეგ. სიარულის დაწყება კი პატარისთვის ახალი აღმოჩენების საწყისია, თქვენთვის კი გარკვეული სირთულეების. მისი ქცევა უფრო ძნელად კონტროლირებადი ხდება და სანამ გამართულად გაივლის თქვენ იმეტი ყურადღება ესაჭიროება.
მოსწონს როგორც მშვიდი ისე ხმაურიანი თამაშები. ყველაფრის იატაკზე დანარცხება. ალბათ უკვე მოარა ყველა უჯრა რომელსაც მისწვდა. შეგიძლიათ ერთი დაბალი უჯრა გამოუყოთ კიდეც და მისი სათამაშო ნივთებით აუვსოთ. ძალიან იხალისებს მისი გამოთავისუფლებით.
ძილი: რაც უფრო დამოუკიდებელი ხდება თქვენი პატარა, მით უფრო მეტად გეურჩებათ. ეს სიურჩე პირველ რიგში ძილის გაპროტესტებას ეხება. მტკიცედ დადექით, თუ გსურთ რომ მოწესრიგებული განრიგით იცოვროთ თქვენც და პატარამაც. მკაცრად დაიცავით ძილის წინა რიტუალები, რაც ამ ასაკამდე გამოიმუშავეთ. შესაძლოა ცოტათი დაუთმოთ და ძილის წინ კიდევ ცოტა ხანს ეთამაშოთ ან უკითხოთ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ რაც პიჟამოს ჩააცმევთ და აგრძნობინებთ, რომ ძილის დრო დადგა.
სოციალურ-ემოციური განვითარება: იმისდა მიუხედავად, რომ უფრო მეტად დამოუკიდებელია, თქვენთან განშორებას მაინც მტკივნეულად იტანს. ეცადეთ შეუმსუბუქოთ ეს ტკივილი. მოკლე და ლაკონურად დაემშვიდობეთ, ზედმეტი დრამატიზაციის გარეშე. სახლიდანვე მიაჩვიეთ თქვენს გარეშე ყოფნას ხანმოკლედ, მაგრამ წინასწარ იზრუნეთ, რომ მისი გარემო აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს.
კომუნიკაცია: ის უკეთ “საუბრობს”. მეტი ელაპარაკეთ და დაეხმარეთ იყოს საუბრის უფრო აქტიური თანამონაწილე. ამას საუბრისას ოდნავ ხანგრძლივი პაუზების გამოყენებით შეძლებთ.