|
9 თვის ჩვილი
ფოტო: ანანო დალაქიშვილი, 9 თვის;
გამოგვიგზავნეთ თქვენი შვილების ფოტოები info@babyinfo.ge-ზე!
ზრდა: პატარა სტაბილურად იმატებს წონაში, დაახლოებით 0.5 კგ-ს ხოლო სიმაღლეში 1-2 სანტიმეტრს ყოველთვიურად.
მოტორული უნარები: ის ხოხავს, ცდილობს ფეხზე დადგომას და სიარულსაც კი. მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხო გარემო შეუქმნათ ამ დროს პატარას, რათა მან შეუზღუდავად მოახერხოს საკუთარი ძალების გამოცდა და ვარჯიში. ეცადეთ, რომ ფეხშიშველმა, ფეხსაცმლის გარეშე გაატაროს დრო, ასე ის უკეთ დაიმუშავებს ფეხისა და ტერფის კუნთებს.
თამაში მისი საუკეთესო გატაცება ხდება და სულ უფრო მეტ დროს ატარებს მხიარულად. თქვენ მისი საუკეთესო და ყველაზე სასურველი პარტნიორი ხართ თამაშებში. მისი თამაშები უკვე მრავალფეროვანია და სხვადასხვა სახის სათამაშოებსაც იყენებს. ასევე კარგად ერთობა საოჯახო ნივთებით. შეუძინეთ ისეთი სათამაშოები, რომლებიც სიარულის სწავლაში დაეხმარება.
სოციალურ – ემოციური უნარები: ამჟამად და მომდევნო რამოდენიმე თვის განმავლობაში თქვენთან განშორება მისთვის განსაკუთრებით მძიმე და მტკივნეულია. ის თითქოს მოწებებულია თქვენზე და სხვებთან უცხოობს. ეს გარკვეულ უხერხულობას ქმნის ახლობლებთან და ოჯახი წევრბთან, მაგრამ ამჯერად უკეთესი იქნება თუ ისინი ინიციატივას პატარას დაუთმობენ და არ იაქტიურებენ.
საუბარი: პატარა ცდილობს სიტყვების გამოთქმას და მიმსგავსებას. შესაძლაო ამბობს მამას და დედას (უფრო დადას), მაგრამ ამ სიტყვების მნიშვნელობა მან ჯერ არ იცის, უბრალოდ მექანიკურად იმეორებს მარცვლებს. ასევე არ ესმის თქვენს მიერ ნათქვამი სიტყვების შენაარსი, მაგრამ საუბრის ტონალობიდან კარგად ხვდება თქვენს განწყობას და ასევე ემოციებით გპასუხობთ. ესაუბრეთ და ეცადეთ, რომ საუბრისას თქვენს სახეს ხედავდეს, ასე გაცილებით ადვილად ისწავლის საუბარს.