|
6 თვის ჩვილი
ფოტო: დიმიტრი დანელია, 6 თვის;
გამოგვიგზავნეთ თქვენი შვილების ფოტოები: info@babyinfo.ge;
თქვენი პატარა ამ თვეშიც სტაბილურად იმატებს როგორც წონაში ასევე სიმაღლეში. მისი მატება საშუალოდ 0.5-1 კგ-ს შეადგენს. სიმაღლეში კი 2.5 სმ-ს საშუალოდ.
კვება: შესაძლოა 6 თვიდან პატარამ ჩვეულებრივი საკვების მიღება დაიწყოს. დააკვირდით ამის ნიშნებს. თუ ის თქვენი თეფშიდან ცდილობს ჭამას და დიდ ინტერესს იჩენს საკვების მიმართ, მაშინ დროა დიდების საჭმელი დააგემოვნოს.
მოტორული უნარები: პატარა მარჯვედ ხმარობს ორივე ხელს, ეჭიდება და მისკენ იზიდავს ნივთებს, შემდეგ კი ხელს უშვებს, ან ხელიდან ხელში გადააქვს. ამავე ასაკში მან შესაძლოა ისწავლოს ზურგზე მწოლიარე მდგომარეობიდან გადაბრუნება. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი კუნთები უკვე საკმაოდ განვითარებულია და ასევე იმას, რომ მისი მარტო დატოვება უკვე სახიფათოა. სწავლობს დამოუკიდებლად ჯდომას. ასევე თუ ფეხზე დააყენებთ, გარკვეულ სიმძიმის ტვირთვა შეუძლია. ცდილობს ხოხვას.
პატარა აქტიურად ურთიერთობს გარშემომყოფებთან, მაგრამ ყველაზე მეტად თქვენი ყურადღება სჭირდება და ყოველნაირად ცდილობს მის მიღებას. ის პასუხობს სხვების ემოციებს და უმეტესად ბედნიერად გამოიყურება. მოსწონს სარკეში საკუთარი თავის ცქერა.
პატარა უკვე თითქმის სრულყოფილად აღიქვამს სამყაროს. სწრაფად ვითარდება მისი კომუნიკაციის ჩვევებიც. ის ცდილობს სიტყვების წარმოთქმას, ბგერებზე ასევე ბგერებით პასუხის გაცემას, მიმსგავსებას. იმეორებს ცალკეულ მარცვლებს. უსმინეთ და ესაუბრეთ, საუბრის საუკეთესო სავარჯიშო თავად საუბარია. ასევე ცდილობს თანხმოვნების გამოთქმას.
კარგი იქნება თუ ძილის წინ წიგნის კითხვას ამ ადრეული ასაკიდანვე შეაჩვევთ.