რეგისტრაცია
ავტორიზაცია
თქვენი ნიკი
თქვენი ელ-ფოსტა
პაროლი
სიახლეების გამოწერა
თქვენი ნიკი
პაროლი
რეგისტრაცია | ავტორიზაცია
რეპროდუქციული ჯანმრთელობა
ორსულობის დაგეგმვა
დაორსულება
სირთულეები
სხვადასხვა
ორსულობის პერიოდები
ორსულის ჯანმრთელობა
ორსულზე ზრუნვა
მშობიარობა
სხვადასხვა
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ზრუნვა და უსაფრთხოება
ქცევა და აღზრდა
სხვადასხვა
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ზრუნვა და უსაფრთხოება
ქცევა და აღზრდა
სხვადასხვა
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ქცევა და აღზრდა
სკოლისთვის მზადება
სხვადასხვა
ჯანმრთელობა და სილამაზე
ოჯახი და ურთიერთობები
კარიერა და განვითარება
დასვენება და გართობა
მამიკოებისთვის
პროდუქციის მიმოხილვა
საყიდლების სიები
პროდუქტების რეიტინგები
როგორ შევარჩიოთ
სარჩევი
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ზრუნვა და უსაფრთხოება
ქცევა და აღზრდა
სხვადასხვა
ორსული
0-1 წლამდე
1-3 წლამდე
3-5 წლამდე
განვითარების პერიოდები
21.03.2013

4 თვის ჩვილი

ფოტო: რუსა, 4 თვის და ნახევრის

გამოგვიგზავნეთ თქვენი შვილების ფოტოები: info@babyinfo.ge

 

 

კვება: პატარას ზრდასთან ერთად მისი კუჭის მოცულობაც იზრდება და ის უკვე ნაკლები სიხშირით გთხოვთ საჭმელს, მაგრამ წონაში სტაბილურად იმატებს. მისი მატება 0.5-დან 1 კგ-ს შეადგენს ამ თვეში. სიმაღლეში კი 2.5 სმ-ს მოიმატებს დაახლოებით. 4-5-ჯერადი კვება დღეში მისთვის სავსებით საკმარისია. მისი შეგრძნებები ახლა საკმაოდ განვითარებულია და ჭამის დროსაც ყურადღება ეფანტება, ამიტომ ეცადეთ სიმყუდროვეში გამოკვებოთ.

მოტორული უნარები: მისი კუნთები უფრო განვითარებულია. უკვე მყარად უჭირავს თავი, მუცელზე წოლისას იზიდავს სხეულს ზემოთ და შესაძლოა ზურგზეც ბრუნდება. მიეცით მეტი თავისუფლება და აქტიური მოძრაობის საშუალება. გამოუყავით ადგილი იატაკზე ან ხალიჩაზე, სადაც დააგორებთ და ის შეუზღუდავად მოძრაობას შეძლებს. 

სოციალური და ემოციური უნარები: პატარა ხშირად იღიმის და უღიმის ადამიანებს. მოსწონს მათთან თამაში და შესაძლოა იტიროს თუ უფროსები მასთან თამაშს შეწყვეტენ. ის ასევე ცდილობს უფროსების სახის გამომეტყველებას მიბაძოს.

მხედველობა: მხედველობა უმჯობესდება განუწყვეტლივ. ის უკვე არჩევს ერთი ფერის სხვადასხვა ინტენსივობას და უპირატესობას ანიჭებს კაშკაშა, მკვეთრ ფერებს. შეურჩიეთ სათამაშოები ამის მიხედვით. 

ლაპარაკი: ის გაკვირდებათ და იმახსოვრებს თქვენს მიერ წარმოთქმულ სიტყვებს და ბგერებს, ასევე ცდილობს გაიმეოროს და მოგბაძოთ. “ესაუბრეთ”, ეს მას ძალიან მოეწონება და კომუნიკაციაც მისთვის უფრო საინტერესო გახდება. სხვაგვარად ტირის როდესაც შია, მოწყენილია, ეძინება ან გაღიზიანებულია. 

პატარა აქტიურად ცდილობს საკუთარი განწყობა გაგრძნობინოთ. ასევე პასუხობს თქვენს სითბოზე. მისი ხელებისა და თვალების კოორდინაცია გაუმჯობესებულია, მას შეუძლია ერთდროულად უყუროს საგანს და ხელი გაიწოდოს მისკენ.

 

Share on print
სტატიები
არქივის ნახვა
18.04.2013 | 10 თვის ჩვილი
22.03.2013 | 1 წლის ჩვილი
22.03.2013 | 11 თვის ჩვილი
21.03.2013 | 9 თვის ჩვილი
21.03.2013 | 8 თვის ჩვილი
თემატური ვიდეო
4 თვის ჩვილის განვითარება
თქვენი კალენდარი
სასარგებლო ბმულები
PINK.ge - ჟურნალი ქალებისთვის
4ENGLISH - ისწავლე ინგლისური
კლუბი
ბაზალური ტემპერატურა
daorsuleba
tavbrusxveva
Kitxva-pasuxi
123
საიტის შესახებ
ინფორმაცია და ნავიგაცია
საიტის თაიმლაინი
თემატური ვიდეო
პარტნიორებისთვის
მომხმარებლებს
რატომ უნდა დავრეგისტრირდე
მომხმარებლის პროფილი
ორსულის / ბავშვის წიგნი
განცხადებები
BABYINFO.GE © 2013
Created By Studio Lemon