|
ორსულობის IX თვე
36-ე კვირა: სიგრძე - 47 სმ., წონა - 2.7 კგ
ნაყოფი ქვემოთ მოიწევს და შესაძლოა საშვილოსნოს ყელზე მისი თავის მსუბუქ ზეწოლასაც გრძნობთ. სამაგიეროდ, იმის გამო რომ ნაყოფმა ქვემოთ ჩამოინაცვლა ნაკლები ზეწოლაა თქვენს ფილტვებზე და თქვენ სუნთქვა ისე აღარ გიჭირთ, როგორც ადრე. ნაყოფი წონაში ინტენსიურად იმატებს და მისი მოძრაობა შეფერხებულია. პატარა შუქის წყაროსკენ ბრუნდება. მისი ნაწლავები იწყებს ფეკალური მასის შეგროვებას და ეს მისი პირველი განავალი გახდება, რომელიც თუ ის დაბადებას დააგვიანებს, სანაყოფე წყლებში მოხვდება.
37-ე კვირა: სიგრძე - 48 სმ, წონა - 2.8 კგ
პატარას თავი 3-5 სმ სიგრძის მუქი ფერის თმით არის დაფარული, თუმცა არა ყველასი. თმა და დამცარი მოთეთრო ნოვთიერება, რომელიც მის სხეულს ფარავდა სრულად გაქრა მისი სხეულიდან.
ამ კვირის ბოლოს დაბადებული ბავშვები უკვე სრულდღიანად ითვლება.
38-ე კვირა: წონა - 3-3.5 კგ
ბიჭები გოგოებზე მძიმეები იბადებიან. ყველა ორგანო, ფილტვების გარდა, სრულყოფილად არის ჩამოყალიბებული. პატარა დაბადებიდან რამდენიმე საათში დაარეგულირებს სუთქვას
39-ე კვირა: სიგრძე - 50 სმ., წონა - 3 კგ-ზე მეტი
ფილტვის ზედაპირული ნივთიერება ჭარბად გამოიყოფა, რადგან პატარა დაბადებისთვის ემზადება. ის პლაცენტიდან იღებს ანტისხეულებს. შესაძლოა პატარამ კანიც გამოიცვალოს და ეს კანი თეთრ დამცავ ნივთიერებასთან ერთად სანაყოფე წყლების შეფერილობას ცვლის.
40-ე კვირა: სიგრძე - 51 სმ., წონა - 2.5 - 3.8 კგ
პატარა დასაბადებლად სრულყოფილადაა მომზადებული. დაბადებისას მას 300 ძვალი აქვს, რომელთაგან ზოგი შეერთდება და ზრდასრულ ასაკში 206 ძვალი დარჩება. ის სამყაროს 70-მდე გადარჩენისთვის აუცილებელი რეფლექსით აღჭურვილი ევლინება.