|
ორსულობის VII თვე
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ორსულობის მესამე და ბოლო ტრიმესტრში. მოჭარბებულ ემოციებს გრძნობთ ალბათ, განსაკუთრებით როცა თქვენი მშობიარობის თარიღი ახლოვდება. ეს სავსებით ნორმალურია, მოიკრიბეთ მოთმინება და შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
27-ე კვირა: სიგრძე - 36 სმ, წონა - 875 გრამი
ზოგიერთი ექსპერტი, რომელიც ნაქყოფის ტვინის მუშაობას სწავლობს მიიჩნევს რომ პატარები ამ პერიოდიდან სიზმრებსაც ხედავენ, თუმცა რაზე ამოუცნობია. ამ კვირით სრულდება მეორე ტრიმესტრი და თქვენ მესამე ტრიმესტრში გადადიხართ. ვითარდება ნაყოფის ფილტვები და ნერვული სისტემა, ასევე ღვიძლი და იმუნური სისტემა. პატარა განაგრძობს მოძრაობებს. განსხვავებულად მოძრაობს სლოკინისას, ამ დროს მისი მოძრაობა რითმულია. სანერვიულო არაფერია ამ გზით პატარა სუნთქვასა და ყლაპვას სწავლობს.
28-ე კვირა: სიგრძე - 38 სმ., წონა - 1 კგ-ზე მეტი
თქვენს პატარას უკვე თვალის გახელა და თავის მობრუნება შეუძლია. ის რეგირებს შუქზე, რომელიც მუცელში გარედან ატანს. მისი კანის ქვედა არე ივსება ცხიმით და ძვლებიც ჩამოყალიბებულია, მხოლოდ ჯერ არ გამაგრებულა, რათა პატარას დაბადებაში ხელი არ შეეშალოს. ამ ვადაზე დაბადებული ჯანმრთელი პატარაების გადარჩენი შანსი 90%, ეს იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფს ნერვული და ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება და ეს მაჩვენებელი ყოველ კვირაშI უმჯობესდება. ინტერსიურად იზრდება და ვიტარდება თავის ტვინი როგორც ზომით ასევე სტრუქტურულად. ნაყოფის რითმულ სუნთქვასა და სხეული ტემპერატურის რეგულირებას უკვე თავის ტვინი აწესრიგებს.
კანის თმიანი საფარველი თითქმის სრულად გაქრა და მხოლოდ თავზე, ზურგსა და მხრებზე შემორჩა პატარას. წითელი უჯრედების წარმოქმნა კი სრულად იტვირთა ძვლის ტვინმა.
29-ე კვირა: სიგრძე - 39 სმ., წონა - 1 კგ-ზე მეტი
ნაყოფის თავზე თმა ინტესიურად იზრდება. თუ გოგონა გყავთ უკვე თვალსაჩინოა მისი კლიტორი, რომელსაც მცირე ზომის სასქესო ბაგეები ჯერ ვერ ფარავს. იზრდება და ვითარდება მისი თავის ტვინი. ნაყოფი განაგრძობს კანქვეშა ცხიმის დაგროვებას. ამოძრავებს თვალებს.
30-ე კვირა: სიგრძე - 39 სმ., წონა - 1.3 კგ
ნაყოფი სიგრძეში ზრდას აფერხებს, მაგრამ ინტენსიურად იმატებს წონაში. მისი ფილტვები და საჭმლის მომნელებელი სისტემა უკვე სრულადაა ჩამოყალიბებული. სათესლე ჯირკვლები ბიჭებში სათესლე პარკებში ჩამოინაცვლებს. ფილტვები განაგრძობს ზედაპირულად აქტიური ნივთიერების წარმოქმნას, რომელიც გარდა იმისა რომ ფილტვებს შეწებებისგან იცავს, ასევე შეიცავს დიდი ოდენობით პროტეინსა და იწვევს ჰორმონალურ ცვლილებებს როგორც ბავშვში ასევე ორსულში. ეს ჰორმონალური ცვლილებები ამზადებს თქვენს სხეულს მშობიარობის პროცესისთვის.